სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    07.11.2018

     ის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის მიმართვაში პასუხისმგებლობას იღებს და ერთ წელიწადში ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს, ამასთან დაკავშირებიოთ, ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის აზრით, არც პარტია "ქართულ ოცნებას" და არც მის თავმჯდომარეს იმის რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა ერთ წელიწადში გამოსაწორონ.

    "ორი წლის წინ ვწერდი, როცა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა მოიპოვა, რომ გაქვთ შანსი გამოასწოროთ მდგომარეობა, თუმცა ქვეყანაში კვლავ რჩება მძიმე სოციალცური მდგომარეობა.

    "ივანიშვილის ბოლო მიმართვაც, ვფიქრობ, რომ არ იმუშავებს და შეიძლება უკურეაქციაც ჰქონდეს, რადგან თუ 6 წლის განმავლობაში ვერ შეძლეს ვითარების გამოსწორება, ერთ წელიწადში ასეთი ნეგატიური ფონის გამოსწორებას ვერ შეძლებენ, თანაც, პარტია "ქართულ ოცნებას" და მის თავმჯდომარეს ამის ძალიან ცოტა რესურსი აქვს.

    "თუ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება უნდათ, მაშინ მუშაობა ახლავე უნდა დაიწყონ და თანაც ამ სფეროს ძალიან კომპეტენტურმა ადამიანებმა მიხედონ და არა იმ მინისტრებმა, რომლებიც მოვლენებს მხოლოდ თავისი კაბინეტებიდან უყურებენ.

    "რაც შეეხება იმას, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მცირე რყევებიც სახიფათოა" - განაცხადა "რეზონანსთან" სერგო ვარდოსანიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    li   (07.11.2018)
    ბ-0 სერგო, ხომ აბოლებს ხალხს, ხოდა ჰგონია ყველა დაბოლილია. ეს სამარცხვიო და უზნეო კაცუნები ყველაფერს კადრულობენ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved