სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    07.11.2018

     „სალომე ზურაბიშვილი ხვალ ზეგ აუცილებლად გამოჩნდება. აქ ნამდვილად არ არის დამალვის პოლიტიკა. გამოვა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროდ ვთვლით კამპანიის მეორე ტურის დროს...

    "თავიდან სალომე თვითონ გეგმავდა თავის გამოსვლებს. დღეს ამ ყველაფერმა აბსოლუტრად სხვა სახე მიიღო და ახლა, ბუნებრივია, მთლიანად „ქართული ოცნება" და არა მარტო „ქართული ოცნება", საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებაა ჩართული ამ ამბავში,"- აცხადებს „ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

    „რეზონანსი": არჩევნების პირველი ტურიდან ერთ კვირაზე მეტია გასული და სალომე ზურაბიშვილი არსად ჩანს და რატომ? ან როდის გამოჩნდება ამომრჩევლებთან და მედიასთან?

    ნუკრი ქანთარია: არა, არა, ახლა იგეგმება შეხვედრები. იცით, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მიმდინარეობს და ასე, რომ ხვალ-ზეგ აუცილებლად გამოჩნდება.

    „რ": ვხედავთ, რომ „ოცნებას" მაქსიმალური მობილიზაცია აქვს, ყველა ლიდერი აქტიურია, დაპირებებით თუ განცხადებებით და ამ დროს მთავარი კანდიდატი რომ დამალულია, ეს ცოტა უცნაური არ არის?

    ნ.ქ. არ არის უცნაური, იმიტომ რომ, ბრძოლამ უკვე სხვა სიბრტყეში გადაინაცვლა. ამჯერად ყველაფერი გეგმაზომიერად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

    „რ": პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნებისთვის" სწორედ მომგებიანი ის უფრო იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი ნაკლებად გამოჩნდება და წინასწარ დაწერილ განცხადებებს გააკეთებს რადგან მისი გამოსვლების უმეტესობა მუდმივად სკანდალების მიზეზი ხდება. არის ეს გეგმა, რომ პრობლემების ასაცილებლად მართლაც ნაკლებად აქტიური იყოს ზურაბიშვილი?

    ნ.ქ: არა, აქ ნამდვილად არ არის დამალვის პოლიტიკა და ვერც იქნება. სალომე ზურაბიშვილი გამოვა იმ დოზით, რა დოზითაც საჭიროდ ვთვლით კამპანიის მეორე ტურის დროს და დამერწმუნეთ, რომ ის ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამოჩნდება.

    „რ": თქვენ თავად როგორ თვლით, ზურაბიშვილის რიგმა განცხადებებმა შექმნა თუ არა პრობლემა არჩევნებში საკმარისი ხმების მისაღებად?

    ნ.ქ: ვერ გეტყვით. ეს იყო რუსი პიარისტების მიერ დაგეგმილი იმ შავი პიარის, ბინძური პიარის შედეგი. მეორეც, არ დაგვავიწყდეს, რომ სალომე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო,

    თავიდან, ბუნებრივია, თვითონ წყვეტდა კამპანიის შინაარსს და „ქართული ოცნება" მხარს უჭერდა, მაგრამ ასეთი მჭიდრო კავშირი იმ დროს არ იყო. ის თვითონ გეგმავდა თავის გამოსვლებს. დღეს ამ ყველაფერმა აბსოლუტრად სხვა სახე მიიღო და აცდა საპრეზიდენტო არჩევნებს. აქ უკვე ბრძოლა მიმდინარეობს სწორედ თავისუფლების დაცვასა და სასტიკ, ბნელ ყოფილ რეჟიმს შორის, სიძულვილს შორის, ამ პროცესმა უკვე სხვა მასშტაბები მიიღო.

    „რ": ზურაბიშვილის კამპანია დამოუკიდებელი როგორ იყო, როდესაც ამომრჩევლებთან ყველა შეხვედრისას მას მუდმივად კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ახლდნენ, ივანიშვილიც კი ჩართო ბოლოს?

    ნ.ქ: ბუნებრივია, რომ ეხმარებოდნენ, მაგრამ დაგეგმვის პროცესში თვითონ სალომეს შტაბი გეგმავდა ამ შეხვედრებს.

    „რ": და ახლა უშუალოდ „ოცნება" დაგეგმავს?

    ნ.ქ: ახლა, ბუნებრივია, მთლიანად „ქართული ოცნება" და არა მარტო „ქართული ოცნება", საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებაა ჩართული ამ ამბავში. ვერ ხედავთ, რომ ასეა?!

    „რ": რადგან ზურაბიშვილის შტაბმა ვერ გაართვა თავი საქმე, მმართველმა პარტიამ და თქვენმა მომხრეებმა აიღეთ მთლიანად კამპანიის წარმართვა?

    ნ.ქ: ჩვენმა მომხრეებმა არა, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელსაც არ უნდა, რომ დაბრუნდნენ ყოფილი რეჟიმის, დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები თუნდაც ერთ შტოში მაინც, რადგან პერსპექტივაში კარგად ხედავენ, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს და ამიტომაც მათაც აიღეს დღეს ინიციატივა.

    „რ": დღეს ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი აღა არის, შეიძლება ვთქვათ, რომ ის უკვე „ოცნების" კანდიდატად გარდაიქმნა?

    ნ.ქ: სალომე გარდაიქმნა მთლიანად საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის კანდიდატად.

    „რ": თქვენ თქვით, რომ ზურაბიშვილის განცხადებები სკანდალურად შეფასებული შავი პიარის გამო იყო, თუმცა ზურაბიშვილისთვის არაფერი დაუბრალებიათ, ის მართლაც ამბობდა იმას, რაზეც უარყოფითი რეაქცია იყო და ეს ომის დაწყების გარდა, მაგალითად შეეხებოდა იგივე ეთნიკურ სომხებთან ანტითურქულ განცხადებასაც.

    ნ.ქ: ნამდვილად არ იყო ასე. ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები, რომელიც ატრიალეს წაღმა-უკუღმა და ნაწილობრივ მოახერხეს მისი გაყიდვა. ახლა ყველაფერი უკვე აბსოლუტურად ცხადია და დარწმუნებული ვარ, რომ ის რესურსი, რომელიც გაცილებით დიდია ჩვენს მხარეს, მეორე ტურში სალომეს აუცილებლად დასვამს პრეზიდენტად.

    „რ": ზურაბიშვილი მარტო ამომრჩევლებთან გამოჩნდება თუ ბოლოს და ბოლოს ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს?

    ნ.ქ: ეს ახლა სალომემ უნდა გადაწყვიტოს. ის ჩაკეტილი პერსონა არ გახლავთ და დარწმუნებული ვარ, არც მეორე ტურის დროს და არც პრეზიდენტობის დროს არ იქნება ჩაკეტილი.

    „რ": თუმცა ვხედავთ, რომ ზურაბიშვილმა რამდენჯერმე ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს...

    ნ.ქ: როგორც ჩანს, ამ ეტაპზე აქვს გარკვეული მიზეზი იმისა, რომ გარკვეულად დაგეგმოს და გაანალიზოს პირველი ტურის ამბები. უახლოეს დღებში, ხვალ-ზეგ ის აუცილებლად ჩაერთვება.

    „რ": დღესაც იყო მოლოდინი, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით გააკეთებდა საჯაროდ განცხადებას, მაგრამ არ გამოჩენილა.

    ნ.ქ: შეიძლება გააკეთოს კიდეც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved