სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    08.11.2018

     „არჩევნების წინ გაცემული დაპირებებიდან არცერთი არ შესრულებულა, პირველი ტურის შედეგიც ამან განაპირობა. საბოლოოდ, შედეგი იყო გაჭირვებული ხალხის უკიდურესად გაღატაკება. ძალიან ბევრმა ადამიანმა, როგორც ხელოვანმა, ისე სხვა პროფესიის ადამიანებმა, ქვეყანა დატოვეს მხოლოდ იმიტომ, რომ პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ არსებობს," - განაცხადა კინორეჟისორმა გოგი თორაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

    საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ „ქართული ოცნების" ერთგვარ გააქტიურებასა და გასამართ მეორე ტურთან დაკავშირებით, მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე, „რეზონანსი" კინორეჟისორ გოგი თორაძეს გაესაუბრა.

    გოგი თორაძე: ქვეყნის დატოვების მიზეზია ის, რომ ადამიანებს დააკარგვინეს საკუთარი ფუნქცია, - არ არის სამუშაო, შესაბამისად ოჯახის რჩენას ისინი ვეღარ ახერხებენ.

    აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის შედეგი ნულის ტოლია და ამომრჩეველმაც ნდობა დაკარგა მათ მიმართ. შედეგად, ზოგი არჩევნებზე არ მივიდა და ვინც მივიდა, ხმა პრინციპულად სხვა პარტიას მისცა. თუ ხალხი მოატყუეს, ახლა სამაგიერო გადაუხადეს და საბოლოოდ, ეს შედეგი მიიღეს.

    „რეზონანსი": მმართველ გუნდს რა შედეგს მოუტანს ბოლო დროს ასეთი გააქტიურება? რას ელოდებით არჩევნების მეორე ტურში?

    გ.თ: წინასწარ პროგნოზებს არ ვაკეთებ, თუმცა მეორე ტურის წინ ამოქმედებას, სჯობდა ეს პირველი ტურის წინ გაეკეთებინათ, თუნდაც ერთი წლით ადრე. მაშინ შედეგი სულ სხვანაირი იქნებოდა. ახლა კი, როდესაც ის დადებითი შედეგი ვერ მიიღეს, რასაც თავად ელოდნენ, ასეთი გააქტიურება დაიწყეს.

    ადამიანებს ესმით ყველაფერი, ადამიანები აზროვნებენ, ადამიანები გრძნობენ... მოქალაქეების 10%-შია ის ფინანსური რესურსი და ისიც თავად უპყრიათ ხელთ. ამ დროს კი, ხალხი გაღატაკებულია. ძლივს არჩენენ ოჯახს, - პურსა და ბოსტნეულზე გადადიან. დაპირებებს უნდა შესრულება და ყველაფერი იქნება პირიქით. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი გამოსწორდეს.

    „რ": ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე რას მეტყვით; მმართველ გუნდს რას მოუტანს ივანიშვილის დაბრუნება?

    გ.თ: კარგი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რომ არ წასულიყო, რადგან მას სხვანაირად შეუძლია ამ ხალხის ხელში დაჭერა. ადამიანი ასეა მოწყობილი; თუ გაგექცა და დაინახა ძალაუფლება, ამ პერიოდს იყენებს იმისთვის, რომ ყველაფერი თავის ოჯახში შეყაროს და მის შვილებს მოახმაროს.

    საბოლოოდ, ქვეყანა გაღატაკებული რჩება. ახლა მისი დაბრუნება დროის ფაქტორია, - ვერც ვერაფერი მოესწრო და რა შედეგიც დადგა, სრულიად ლოგიკურია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved