სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    08.11.2018

     საქართველოში მიწისძვრის შემთხვევებმა იმატა, - 24 საათის განმავლობაში ხუთზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. „მიწისძვრას მე უფრო ადრე ველოდი, მაგრამ ძალიან გვიან წამოვიდა. ეს წელიწადი და მომავალი წელიწადიც არის მიწის სტიქიის. ჯერ კიდევ საახალწლო გადაცემებში აღვნიშნავდი, რომ მოსალოდნელია მიწისძვრების მომატება. ამაში გასაკვირი არაფერია.

    „შესაძლოა ნოემბერშიც იყოს მცირეოდენი მიწისძვრები, მაგრამ როგორც ასეთი, სერიოზული და დამანგრეველი არა, იქნება პატარა ბიძგები. შესაძლოა გამწყრალია ბუნება ადამიანებზე და მათ შორის ქართველებზე. არჩევნებთან დაკავშირებით ადამიანებმა ტემპერატურა გააცხელეს, - ღვარძლით, ბოღმით და შურით," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა გუშინ დაფიქსირდა: თბილისის დროით 15:14 საათზე ქალაქ ონთან, სოფელ მართგაჯინაში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამავე ტერიტორიაზე გუშინაც დაფიქსირდა მიწიქვეშა ბიძგი, სადაც 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

    ასევე გუშინ თურქეთში, საქართველოს საზღვართან, დაახლოებით 30 კილომენტრში თბილისის დროით 09.39 საათიზე მომხდარი მიწისძვრა 3.3 მაგნიტუდა იყო.

    გუშინწინ სამი წუთის შუალედში კი ორი მიწისძვრა მოხდა: თბილისის დროით 05.17 საათზე რაჭაში ქალაქ ონთან 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა და 05:20 საათი, - ქალაქ საჩხერესთან, სოფელ დრბოსთან, მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

    ორშაბათს 17:36 საათზე მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტს დედაქალაქი წარმოადგენდა, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სადაც 2.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

    ასტროლოგის თქმით, მიწისქვეშა ბიძგების გახშირების ერთ-ერთი მიზეზი ბუნებაზე ადამიანის უარყოფითად ზემოქმედებაა, რის შედეგად თავად ბუნება სწორედ ასე პასუხობს.

    „გეოლოგებს ამის არ სჯერათ, მაგრამ ჩვენ გვჯერა. გახშირების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ზეგავლენა იყოს. ეს მიწისძვრა არ მარტო საქართველოში, ყველგან ხდება, სადაც დედამიწის ენერგეტიკა იცვლება, მათ შორის ადამიანთა ზეგავლენის შედეგად," - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved