სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    08.11.2018

     "მეორე ტურში "ნაცმოძრაობა", თავისი თითოკაციანი პარტიებით იმაზე მეტ ხმას ვერ აიღებს, რაც პირველ ტურში აიღო, რადგან მას დაუპირისპირდება ის სერიოზული მუხტი, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედგებზე ესაუბრა.

    "არც ისეა საქმე, როგორც მავანს ჰგონია. "ნაცმოძრაობამ" პირველ ტურში აიღო ხმების მაქსიმუმი და მეორე ტურში ამაზე მეტ ხმას ვეღარ აიღებს, რადგან მეორე ტურში "ნაცმოძრაობას" და მის "თოთოკაციან კოალიციას" წელში გადატეხს ერთიანი ეროვნული ფრონტი,

    ის სერიოზული ბირთვი, რომელიც საზოგადოებაში შეიკრა და ყველა ძალებით შეაჩერებს "ნაცმოძრაობას", რომელიც კრემლიდან იმართება; ეს რომ ასეა, ამაზე ფაქტების ერთობლიობაც მეტყველებს.

    ვაშაძემ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და თქვა, რომ ამაყობს საბჭოთა დიპლომატი რომ იყო. ასევე, მათ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ კრემლის პიარტექნოლოგები, რომლებმაც კრემლის დაკვთით ნავალნის ჩაუგდეს საარჩევნო კამპანია სობჩაკის სასარგებლოდ, რაც ნავალნისთვის სერიოზული დანაკარგი იყო.

    ანუ ამ არჩევნებშიც სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება არა "ნაციონალები" თავისი ვაშაძით, არამედ კრემლის მთელი მანქანა, კრემლის სტრატეგებით და პიარტექნოლოგებით.

    დღეს, როცა ქვეყანა ფარული ინტერვენციის საფრთხის წინაშეა, მე ჩემი პოზიცია პირდაპირ მინდა დავაფიქსირო. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნების" მიმართ მაქვს ბევრი პრეტენზია, მხარს ვუჭერ საზოგადოების იმ მუხტს, იმ სერიოზულ ბირთვს, რომელიც კრემლი პლიუს ნაცისტური კოალიციის წინააღმდეგ გამოვა "- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    იპოლიტე   (09.11.2018)
    ნიკანდრო ბატონო, ერთ ორ ციფრს ხომ ვერ მოიტან დასამტკიცებლად, როგორ წარმოგიდგენია ეს მოხდეს... არ ვმალავ რომ ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ თუ გააჯანსაღებს საქართველოს მდგომარეობას და ვაშაძის არჩევა მიმაჩნია დემოკრატიისთვის ხელსაყრელ პროცესად, იმიტომ რომ არ შეიძლება ვერტიკალში ერთი პარტია იყოს დომინანტი...

    ნიკანდრო   (08.11.2018)
    საიდან მოიტანე იპოლიტე ბატონო რომ არ გააჩნია,გააჩნია და მერე როგორ თუმცა ამას არჩევნების შემდეგ ნახავთ ნაციონალები.

    იპოლიტე   (08.11.2018)
    მაისაია არითმეტიკაში, ხომ არ გევარჯიშა, დღეს ოპოზიციას-ვაშაძეს აქვს-რეალური 49%, 37,7ნაც+11.3ევრო.საქ.=49%+ამას შემოერთებული ოპოზიცია-5%=54%.სალომეს დასჭირდება-17%-რისი რესურსიც ოცნებას არ გააჩნია...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved