სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.11.2018

     "ხალხის გადაწყვეტილებას ვერავინ გააყალბებს, ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია"- ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

    "ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება რომ იქნებოდა, აქამდე უნდა სცოდნოდა ხელისუფლებას, რომელმაც სრულიად დაივიწყა სერიოზული სოციალური პროექტები, დაივიწყა პენსიონერი და ამ სამარცხვინო პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს მოსახლეობას დღეს გროშები აქვს. არხეინად იყვნენ, ხალხი მაინც დაგვიჭერს მხარსო, ხალხმა კი უარი იმიტომ თქვა, რომ პერსპექტივის იმედი დაკარგა. დღესაც ხელისუფლება კონსტრუქციული შეთავაზების ნაცვლად მიდის ისეთი ფორმის პროპაგანდაზე, რომელიც ეფექტური არ არის. მისთვის საუკეთესო პროპაგანდა კი იქნებოდა ხალხს კონკრეტულად უთხრას, ერთი წლის განმავალობაში მაინც რას გააკეთებს.

    "არ ვიცი, როგორ დასრულდება მეორე ტური, რადგან სიტუაცია რთულია, თუმცა არანაირ არეულობს არ ველოდები, რადგან ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და 90-იან წლების ჭაობაში არ დაგვაბრუნებს. ხალხის გადაწყვეტილებას ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ გააყალბებს. მაგრამ თუ ხალხის მოთხოვნა იქნება, რომ გვყავდეს ისევ ბელადი, შედეგი იქნება ის, რომ გვეყოლება ახალი ბელადი. არც მესამე ძალის გაჩენა არის პანაცეა, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური თამაშის წესებზე. ქვეყანაში 4-5 პოლიტიკური ძალა მაინც უნდა იყოს, რომელიც ბალანსს შექმნის ქვეყანაში" - განაცხადა "რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved