სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    06.12.2018

     „ნაყარი ძვლები არის მხოლოდ ნაპოვნი, ცხოველების ძველი და ეს დადასტურებულია. ფრაგმენტებია შერეული სხვადასხვა სახის. ჩვეულებრივი ნაყარია, როგორიც არის ხოლმე ასეთ ადგილებში. მხოლოდ ეს არის მანდ.

    „მუშაობენ, რომ მიაკვლიონ რამე ნაშთებს. მე მხოლოდ კონსულტაციისთვის ვიყავი, სხვა ფუნქცია არ მქონია. იქ არ არის ადამიანის ძვლები, არის მხოლოდ ცხოველების ძვლები," - აცხადებს არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი „რეზონანსთან" საუბრისას.

    გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე,14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. პარკში დადგმულია კარავი, სადაც პოლიცია გათხრებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მათ ძვლების ფრაგმენტები იპოვეს და არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელიც, როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით იყო გათხრების ადგილას მიწვეული.

    გორში, 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შსს-მ მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცავებს დამატებითი ჩვენება მისცა.

    11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. აღნიშნულ საქმეში იაგო ნებიერიძე ფულის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved