სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    06.12.2018

     „აშშ-ს გემების შესვლას შავ ზღვაში ის ამოცანა ექნება, რაც საქართველოს პორტებში ომის დროს შემოსვლას - ეს რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებაა და ერთგვარად, ფარული მუქარაც. ამასთანავე, აშშ-ის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

    „(რუსეთის) შავი ზღვის ფლოტი ადეკვატურ ზომებს მიიღებს და ამან შესაძლოა უფრო მეტად დაძაბოს სიტუაცია," - აცხადებს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.

    აშშ შავ ზღვაში სამხედრო გემების გასაგზავნად ემზადება, რაც ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას უკავშირდება. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით „სი-ენ-ენი" იტყობინება. მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვეს, თურქეთს შეატყობინონ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდის შესაძლო შესვლის თაობაზე

    ამერიკული ხომალდების რაოდენობა და მარშრუტი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუკი ისინი აზოვის ზღვაში შესვლას შეეცდებიან, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შეეცდება მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ რუსი სამხედრო ექსპერტი, პირველი რანგის კაპიტანი ვასილი დანდიკინი აცხადებს.

    მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო ხომალდებს იურიდიული უფლება არ აქვთ ქერჩის სრუტის გავლით და აზოვის ზღვაში შევიდნენ, სადაც ორიოდე კვირის წინ რუსული ხომალდები უკრაინულ სამხედრო გემებს დაესხნენ თავს. რუსი ექსპერტი აცხადებს, რომ ასეთი მცდელობის შემთხვევაში აშშ-სა და რუსეთის სახმედრო გემებს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება.

    ამასთან დაკავშირებით დანდიკინი 1988 წელს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც საბჭოთა გემებმა ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე მიზანმიმართული დატაკება-მიწოლა (Навал) განახორციელეს და იძულებით დაატოვებინეს შავი ზღვა. რუსი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამჯერადაც რაღაც მსგავსი მოხდება.

    ვახტანგ მაისაია რუსების მხრიდან ამერიკული გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნასაც არ გამორიცხავს, რაც, მისი თქმით, ვითარებას საკმაოდ დაძაბავს.

    „რუსეთი უკვე იქამდე მიდივა, რომ შესაძლოა ცეცხლი გახსნას ისევე, როგორც უკრაინულ გემებზე გააკეთა. თუ მოხდა ამერიკული გემის ანალოგიური ტრაექტორიის გავლა, რაც უკრაინულმა გემებმა გააკეთეს, რუსებიც იმავეს გააკეთებენ, რაც უკვე უკრაინელებთან განახორციელეს.

    „იმედია, რომ რუსეთი და აშშ ამ დონემდე არ მივლენ. შესაძლოა ორივე მხრიდან ძალის დემონსტრაცია განხორციელდეს და ამით ამოიწუროს ეს ინციდენტიც.

    „თუკი ამერიკელებმა გააგრძელეს და დემონსტრაციულად უკრაინულ წყლებში გასლვა მოიდომეს, რაც აბსოლუტურად სამართლებრივად სწორია, რუსები ძალას გამოიყენებენ. ისეთ დონეზე მივიდა პუტინის რეჟიმი, რომ უკვე ელოდება, რომ ამერიკელებთანაც მოახდინოს რაღაც ძალის დემონსტრირება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved