სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    06.12.2018

     რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად გააუქმა ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა სადავო შეთანხმება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის, რომლითაც ინგუშეთის ტარიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცა.

    უქსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამას აუცილებლად მოყვება ახალი საპროტესტო გამოსვლები ინგუშეთში. შეტაკებებისა და შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობაც საკმაოდ მაღალია და შესაძლოა ვითარება უკონტროლო გახდეს.

    ცნობისთვის, 2018 წლის 26 სექტემებრს ჩეჩნეთის და ინგუშეთის ლიდერებმა რამზან კადიროვმა და იუნუსბეკ ევრკუროვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის გამყარების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებდა ტერიტორიების გაცვლას.

    რესპუბლიკების პარლამენტებმა შეთანხმება ახალი საზღვრების შესახებ დაამტკიცეს, მაგრამ ინგუშეთი ამას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოყვა, რომელიც დედაქალაქ მაგასის ცენტრში 4 ოქტომბერს დაიწყო და რამდენიმე კვირას გაგრძელდა.

    ინგუშეთის პარლამენტის წევრთა ნაწილმა ინგუშეთის საკინსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩევლი და საზღვრის ცვლილებაზე შეთანხმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა გაიზიარა და დაადგინა, რომ ევკუროვს მსგავის შეთანხმების გაფორმების უფლება არ ჰქონდა და რომ საზღვრის შეცვლის საკითხზე ინგუშეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

    ამის საპასუხოდ ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუსბეკ ევკუროვმა უკვე რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა და საქმე მოლიგო კიდეც. რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის შეთანხმება კანონიერად სცნო და გამოაცხადა, რომ ის შესაბამისობაში მოდის რუსეთის კონსტიტუციასთან.

    ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აიუბ გაგიევმა უარი თქვა განხილვაში დასწრებაზე და განაცხადა, რომ შეთანხმება ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი იყო და არა რუსეთის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსი. რუსეთის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ კი პირიქით, დაადგინა, რომ ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის ამ შეთანხმების კონსტიტუციურობის გარკვევა.

    ექსპერტი მამუკა არეშიძე, არ გამორიცხავს, რომ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყტილებას ინგუშეთში ახალი მღელვარება მოჰყვეს და კვლავ განახლდეს საპროტეტსო აქციები.

    „პრაქტიკულად, ამ გადაწვეტილებით რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო წავიდა ინგუში ხალხის წინააღმდეგ. ინგუში ხალხისთვის სასაზღვრო საკითხი ძალიან ფაქიზი თემაა. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ტერიტორიულ თემებთან დაკავშირებით ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ", - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved