სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.01.2019

     "ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, დღეიდან დაიწყოს ცვლილებები, რადგან ამ შემადგენლობით "ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "რეზონანსი" მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა.

    იგორ კვესელავა: პირველი მე ვიყავი, ვინც ვამბობდი, რომ "ოცნება" დაიშლება და ამ შემდეგენობით 2020 წლის არჩევნებამდე ვერ მივა, ამიტომ აუცილებელია კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნა და არც იმას გამოვრიცხავდი, რომ მმართველი გუნდის წიაღშივე შეიქმნას. მალე კარს მოგვადგება საპარლამენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ დღესვე დაიწყოს ზრუნვა და გაატაროს კარდინალური ცვლილებები.

    "რ": ცვლილებები პარტიიდან უნდა დაიწოს თუ მთავრობიდან?

    ი.კ: ნიკოლოზ მეორე ტახტზე რომ ავიდა, ვორონცოვს თხოვა, მირჩიე როგორ მოვიქცეო, მან კი ორი სიტყვით მოსწერა "გაყარე იდიოტებიო". მე არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი, გუბერნატორი, გამაგებელი თუ პოლიციის უფროსი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ძირითადი შემადგენლობა უნდა განახლდეს. შერჩევა უნდა მოხდეს არა მხოლოდ ერთგულების, არამედ პროფესიონალური ნიშნით. ქვეყანას არა ქვს ეკონომიკური განვთიარების გეგმა, არადა იძახიან, საქართველო გუგუნებსო, მითხარით ერთი, სად გუგუნებს? ამდენი გაჭირვებული და სიღარიბეში მყოფი ადამიანია. შესაცვლელია მართვის სისტემაც და სერიოზული ცვლილებების გატარებაა საჭირო როგორც განათლების სისტემაში, ასევე სხვა სფეროებში...

    რაც შეეხება ცვლილებებს პარტიაში, ჯერ სახელი უნდა შეიცვალოს, რადგან ოცნების დრო აღარ არის და საქმეს უნდა მიხედონ. ცვლილებებია საჭირო ასევე საპარლამენტო უმართვლესობაში, შეიძლება ახალი ფრაქციაც კი შეიქმნას. "ნაციონალები", "ევროპული საქართველო" დამთავრებლია და პოლიტიკური არენიდან გაქრებიან, ამიტომ არის საჭირო კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნა და თავად ბიძინა უნდა ჩაუდგეს ამ საქმეს სათავეში, რაც მალე მით უკეთესი, თუ უნდა რომ ხელისუფლებაში დარჩეს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (11.01.2019)
    შესანიშნავი კომენტარია. ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი. მანქანით ღერძულა ხაზის გადაკვეთა -200 ლარით უნდა ჯარიმდებოდეს? და თუ ვერ გადავიხდი 600 ლარი უნდა საურავი დაემატოს?მესმის მაქსიმუმ 60% საურავი. რა უბედურებაა ამდენი უსაშველო ჯარიმები?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved