სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხვედელიძე
    11.01.2019

     მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში სეზონური გრიპით დავირუსებულთა შემთხვევების ზრდა? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირის წინასწარი მონაცემებით, შემთხვევების ზრდა არ უნდა დაფიქსრიდეს.

    "ამ კვირის წინასწარი მონაცემებით ჯერ ვერ გეტყვით მოსალოდნელია თუ არა თებერვალსა და მარტში შემთხვევების რაოდენობის ზრდა, დაზუსტებული ინფორმაცია გვექნება ორშაბათს.

    ამ კვირის წინასწარი მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით ზრდა არ უნდა ჰქონდეს გრიპით დავირუსების შემთხვევებს, ანუ ჩემი წინასწარი ინფორმაციით, ამ კვირის ავადობის მაჩვენებელი იმერყევებს წინა კვირის მაჩვენებელთან პლიუს-მინუს, დაახლოებით, 10%-ში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    მისივე თქმით, საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა შექმნილი არ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა მაჩვენებელი შემცირებულია.

    „შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ვართ საშუალო გავრცელების მაჩვენებელზე. გასულ კვირას იყო შემცირება პიკის შემდეგ. სასწრაფოს გამოძახების მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 200 ერთეულით, თუმცა გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებში," - განაცხადა გამყრელიძემ.

    იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, არსებული დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებულობს, თუმცა შესაძლოა, თებერვალსა და მარტში მოიმატოს.

    „დეკემბრის ბოლო კვირა ჯამური მომართვიანობა იაშვილში 483 პაციენტს შეადგენდა, იანვრის პირველ კვირაში ჯამური მომართვა 405 პაციენტი იყო. დღეს, დილით, იაშვილში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილი გვაქვს გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადების კლინიკური ნიშნების მიხედვით. პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში - მათი რიცხვი არ შეცვლილა, დღესაც მკურნალობს სამი პაციენტი. წინა წლების გამოცდილებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით თებერვალსა და მარტში შემთხვევების მატებას,"- განაცხადა იაშვილის სამედიცინო დირექტორმა.

    ღორის გრიპით, ამ სეზონზე 14 ადამიანი გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved