სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხვედელიძე
    11.01.2019

     იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა ფაქტობრივად, არ მომხდარა. ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძესთან ერთად აპირებს, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინოს.

    "ეს მოსამართლეები რომ არ უნდა დაინიშნონ, ცალსახაა. პროცედურები, რომლითაც მათი შერჩევა მოხდა, პრობლემურია. ფაქტობრივად შერჩევა არც მომხდარა. საბჭოს მდივანმა ფურცლის ნაგლეჯიდან ამოიკითხა გვარები და ისე წარადგინეს შემდეგ პარლამენტში.

    მე და ანა დოლიძე საპარლამენტო შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ იმ კუთხით, რომ საკანონმდებლო წინადადებას წარვადგენთ. ვეტყვით პარლამენტს ჩვენს ხედვებს, თუ როგორი უნდა იყოს შერჩევის პროცესი და ამის შემდგომ შემდეგ ნაბიჯებზეც ვიფიქრებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, გაჩერებას არ ვაპირებთ," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხუთშააბათს განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ დაასახელა ბესელიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად მოსამართლეების არჩევის საკითხი.

    ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის ამ განცხადებით ვერ მიხვდა თუ რა პოზიცია აქვს მას მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

    "ვერ გავიგე ივანიშვილს ამ კანდიდატებთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს, ვერ მივხვდი. მაგრამ კონსტიტუციური ორგანოა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად საბჭომ უნდა მიიღოს წარდგენა და გადაწყვეტილება, ოღონდ ახალი პროცედურებით და არა იმ ძველი წესეთ, როოგრც ეს მოხდა და შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა მიიღოს თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტულება," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ივანიშვილმა თავისი განცხადებით, ბესელიას გაკრიტიკებით თქვა, რომ ამ სიის წარდგენით თავად იყო დაინტერესებული და ის მხარს ამ ბრძოლაში კობახიძეს და ამ მოსამართლეების წარდგენას უჭერს.

    "მოსალოდნელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცხადებას და გააკრიტიკებდა ეკა ბესელიას. თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ იყო განზრახვა, ეკა ბესელიას დაეტოვებინა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ამის სანაცვლოდ მას ვიცე-სპიკერის პოსტს სთავაზობდნენ. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ ცხადყო, რომ სწორედ ივანიშვილი იყო დაინტერესებული ამ მოსამართლეების სიის წარდგენით. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ სუფთა წარსულის არმქონე მოსამართლეების წარდგენით „ოცნება" უფრო ადვილად დაამყარებს კონტროლს სასამართლო სისტემაზე. ივანიშვილის განცხადებაში ჩანდა, რომ ის მხარს უჭერს კობახიძის გუნდს და ამ მოსამართლეების წარდგენას" , - განაცხადა ჩიტაძემ.

    მმართველ გუნდში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას ითხოვენ. აღნიშნული სია ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მიზეზად დაასახელა.

    ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს ბესელია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დეპუტატის ქმედებები და განცხადებები მისთვის გაუგებარია. ივანიშვილის თქმითვე, მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის მეტი დრო დაიტოვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved