სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.02.2019

     იანვრის ბოლოს მომხდარი წითელას ეპიდ აფეთქების შემდეგ, ამჟამად მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, თუმცა, დაავადების გავრცელების შეჩერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირებულია წითელას 1250 შემთხვევა. აცრები საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს და დღეში დაახლოებით 2500 ადამიანი იცრება", - აცხადებს გამყრელიძე.

    მისივე თქმით, სულ 65 ათასი ადამიანია აცრილი, ხოლო საერთო ჯამში იანვართან შედარებით ოდნავ კლების დინამიკაც აღინიშნება, მაგრამ საბოლოოდ შეჩერებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა.

    დღეს მომცეს ინფორმაცია, რომ ოდნავ იკლო სტაციონარიზაციის შემთხვევებმა ინფექციურ საავადმყოფოში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

    თათია გუცაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved