სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    09.02.2019

     „სააკაშვილი იქიდან წამომსველელი არ არის და რეალურად, ემიგრანტებიდან არც არავინ წამოყვება. შესაძლოა აქედან ჩასული ემიგრანტების ჯგუფი შეიქმნას და ის ჯგუფი გამოყვეს, მაგრამ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსლელი ნამდვილად არ არის, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

    მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში ქართველ ემიგრანტთა კრებას გამართავს, სადაც მთავარი სამსჯელო თემა სწორედ ემიგრანტთა მობილიზაცია და დანიშნულ დროს საქართველოში მათი ერთიანი დაბრუნება იქნება.

    ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი თავად იქმნის პრობლემებს და ამის საფუძველზე ჩნდება კითხვა - სურთ თუ არა მათძალაუფლების შენარჩუნება.

    „ისეთ ვითარებაში ვართ, რომ მხოლოდ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. აუცილებლად უნდა განვიხილოთ სააკაშვილის ქმედებები ხელისუფლებასთან ტანდემში. ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგმას და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება - ხელისუფლებას მართლა უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეს, თუ არა. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია რაღაც ისეთი განახორციელონ, რომელსაც ობიექტურად რეალური საფუძველი არ აქვს," - აღნიშნა ძაბირაძემ.

    მისი თქმით, გამორიცხული არ არის სააკაშვილმა საქართველოში იგივე გაიმეოროს, რაც უკრაინაში განახორციელა - როდესაც თანამოაზრეებთან ერთად პოლონეთიდან ძალით შეიჭრა უკრაინაში. თუმცა, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დღეს „პრობლემას არ წარმოადგენს".

    „დღეს სააკაშვილი რა ვითარებაშიც არის, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. არც ჩამოვა და ვერც ჩამოვა. თუ ჩამოვა, დააპატიმრებენ და ეს იქნება - ძალიან მარტივად. თუმცა, არ ვიცი რას იზამს ხელისუფლება. ისეთივე ვარიანტი შეიძლება განხორციელდეს, რაც უკრაინაში. იქაც შეეძლოთ, რომ მაშინვე დაეპატიმრებინათ.

    „როდესაც ხელისუფლებას უკრაინაში დასჭირდა, დააპატიმრეს, გააძევეს კიდეც და მოქალაქეობაც ჩამოართვეს, მაგრამ მანამდე რატომღაც სჭირდებოდა ის გაკეთებულიყო, რაც გაკეთდა.

    „ეს ხელისუფლება რას გეგმავს, არ ვიცი. ობიექტური რეალობა არ არის ისეთი, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (09.02.2019)
    ყველა პოლიტიკოსებმა პარტიებმა გაამახვილეთ ყურადღება ბათუმში შექმნილ ალტერნატიული მთავრობის ჯგუფს,გაარკვიეთ რა მიზნებს ისახავენ ისინი,დროულად აღიკვეთოს იმ იდეების განხორციელება რაც მიშას სწადია:არევა და ამბოხი საქართველოში,სარფთან მომხრეების მობილიზება და კიევის სცენარის განმეორება, არჩეული მთავრობის ძალით დამხობა და გამზადებულ სავარძელში ჩაჯდომა.ეს რომ არ მოხდეს დროულად უნდა იქნეს მოჭრილი იმ ხის ტოტი,რაზედაც ეს ამბოხებლები ზიან,რომლებსაც თავისი მზაკვრული იდეებით აგიპნოზებს მიშა და მეზობელი ქვეყანა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved