სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.02.2019

     „ალტერნატიული მთავრობის პრაქტიკა საქართველოს ჯერ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულია ამ პროექტმა იმუშავოს, რადგანაც უმრავლესობა ამ წამოწყების ინიციატორებს პირსისხლიან მმართველებს უწოდებს. ჩვენთან, კოჰაბიტაციის პრინციპი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, არც ისე პოპულარულია, თუმცა, შესაძლოა, ამ ინოვაციამ, მოსახლეობასთან (საქართველოში მცხოვრებსა და ემიგრანტებთან) მიმართებაში წარმატებას მიაღწიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ხალხს რეალისტურ ალტერნატიულ პრიორიტეტებს წარუდგენს, იქნება ეს სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა სახის რეფორმა. საზოგადოებასთან მუშაობაა საჭირო“, - ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, ე.წ. ალტერტნატიულმა მთავრობამ ესა თუ ის დაპირება მოსახლეობას დეტალურად უნდა განუმარტოს და აუხნას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმა არა „ქართულ ოცნებას“, არამედ მათ რატომ უნდა მისცეს. ჩიტაძის თქმით, ხალხს უნდა აუხსნან, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი „სისხლიანი 9 წელი“ არ ყოფილა, გადაცდომები იყო, თუმცა, ადამიანებს ისიც უნდა აჩვენონ, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გაკეთდა. 

    „ქართული ოცნება“ ენმ-ის შეცდომებს აზვიადებს. მაგალითისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელი 4 წლის განმავლობაში ციხეში იჯდა, თუმცა, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს სასჯელი არ მოუხდიათ.

    „ემიგრანტებისა და თუნდაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად, სხვადასხვა წინაპირობაა შესაქმნელი: არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ალტერნატიულმა მთავრობამ გეგმა უნდა წამოაყენოს, რომელიც ამ წინაპირობებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    მისი თქმით, სასურველია, რომ უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ჩატარდეს, რასაც შესაძლოა ქვეყნის სათავეში  ოპოზიციის მოსვლა მოჰყვეს. შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის და ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებაც შესაძლებელი გახდება.

    „რევოლუციის გზით მთავრობის დამხობა, მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში შეიძლება. საქართველოში შემდეგი წესი უნდა დაინერგოს - გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

    „2003 წელს ქუჩაში მეც ვიდექი და ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების ხმებს ვიცავდი. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი მოსახლეობას ქუჩაში პროტესტის გამოხატვის სრული სამართლებრივი და  მორალური უფლება ექნება. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ ხავერდოვანი რევოლუციის გზით, აღსანიშნავია, რომ საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ დგას“, - განაცხადა ნიკა მაჩაიძემ.

    მარიამ ბოლქვაძე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    qeti   (11.02.2019)
    აქ არ იყო თუ რამის გაკეთება უნდოდა,მეორედ ვინ შეჰყვება იგივე მდინერეში,თქვენ რაღამ გამოგაშტერათ,ამ გიჟს მკურნალობა შეუძლებელი რომ არის ეჭვი გეპარებათ?ეს ჟირინოვსკიზე უარესია და სახელმწიფო მართველობა ჰქონდა ხელში.კიდევ კარგდ გადავრჩით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×