სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.02.2019

     "ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ ჩქარობს, ის დროს და სვლების გაკეთების რესურსს იზოგავს, ძირითადი ცვლილებები ალბათ საპარალამენტო არჩევნებისთვის მოხდება.

    "პოლიტიკოსებს ჩვევიათ, რაც შეუძლიათ გააკეთონ დღეს, საარჩევნო პერიოდს დაუმიზნონ"- აცხადებს რამაზ საყვარელიძე, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებაში" არსებული დაპირისპირების მთავარი არსი არის - ვინ დაწინაურდება შიდა სივრცეში და ვინ მოიპოვებს ივანიშვილის ნდობას, ანუ შიდა სვრცეში ივანიშვილის მნიშვნელობა კი იზრდება, მაგრამ ეს შიდა დაპირისპირება "ოცნების" რეიტინგზე აისახება. ეთანხმებთი ამ მოსაზრებას?

    რამაზ საყავრელიძე: მოსამართლეების თემა, რომელიც ასე თუ ისე, საფუძველი გახდა ამ დაპირისპირების, თუ მომავალშიც გაგრძელდა, შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს "ოცნების" რეიტინგს. რეიტინგის მკვეთრმა ვარდნამ კი შეიძლება ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე იმოქმედოს, რაც არავისთვის კარგი არ იქნება.

    რაც შეეხება დაპირიპირების არსს, ვინ დაწინაურდება შიდა სივრცეში და ვინ მოიპოვებს ივანიშვილის ნდობას, მე ვფიქრობ, რომ თავად ივანიშვილი არ ჩქარობს, ის დროს და სვლების გაკეთების რესურსს იზოგავს, ძირითადი ცვლილებები კი ალბათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდება.

    პოლიტიკოსებს ჩვევიათ, რაც შეუძლიათ გააკეთონ დღეს, ანუ კარგი საქმეები, არჩევნების პერიოდს დაუმიზნონ. ალბათ ივანიშვილი დღეს ამ მოიტივით მოქმედებს.

    "რ": ანუ, შეიძლება ექპერტთა ვარაუდი გამართლდეს, ახალი პოლიტიკური ძალა ისევ "ოცნების" წიაღში წარმოიშვას?

    რ.ს: ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, მაგრამ, რომელ წიაღში წარმოიშვება, ვერ გეტყვით. არ არის გამორიცხული რომ თავად "ოცნების" შიგნით.

    ბესელიას გუნდი რასაც ჰქვია, მათთვისაც ივანიშვილი სასურველი ფიგურაა და არ არიან ანტივანიშვილები. მაგრამ ყველაფერი მაინც საზოგადების განწყობაზეა დამოკიდებული, შეიძლება "ოცნებაც" და "ნაციონელებიც" უმცირესობაში დატოვონ.

    "რ": ამ ფონზე "ნაციონალური მოძარობა" "ალეტანატიულ მთავრობას" ქმნის, ამის შესახებ, სააკაშვილმა ბრიუსელში, ქართველ ემგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

    რ.ს: როდესაც ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, მსჯელობა არის იმ პარტიების ფარგლებში, რომელთაც საარჩევნო პრეტენზიები აქვთ. ჩრდილოვანი კაბინეტის ფუნქცია არის ადამიანებს დანახოს, ვინ ეყოლებათ მინისტრებად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

    სააკაშვილის შემთხვევაში, საზოგადოება თავად მას უყურებს უნდობლობით და მის კაბინეტს ნდობას როგორ გამოუცხადებს? სააკაშვილის ეს ნაბიჯები მიანიშნებს მხოლოდ იმას, რომ მას სურს პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის საშუალება ჰქონდეს; სხვა ფუნქცია ამ ნაბიჯებს არა აქვს. კ

    არგი იქნება თუ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები გაითვალისწინებენ არსებულ პროლიტიკურ რეალობას. "ნაციონალების" მიმართ ნდობა რომ არ არის საზოგადოებაში, ეს კარგად გამოჩნდა ენდიაის კვლევაშიც, ყველაზე მიუღებელ პარტიებში ნაციონალებმა პირველი რიგი დაიკავეს. "ნაციონალებს" დღეს მხოლოდ უსიამოვნების შექმნის რესურსი აქვთ, რასაც ახერხებენ კიდეც.

    "რ": ოპოზიცია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით უკვე შევიდა პარლამენტში და თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.

    რ.ს: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხთან მიმართებაში, შეიძლება ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო "ნაციონალებთან", რადგან თავად აწყობს და იცის, რომ არჩევნებს მოიგებს, მაგრამ შეიძლება დათმობაზე არ წავიდეს, რადგან ოპოზიცია მაშინვე დაიწყებს ხმაურის, რომ "ოცნება" დაჯაბნა.

    საქმე ისაა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ოპოზციისთვის პრინციპული საკითხი არ არის, ამას მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის თემად იყენებს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (11.02.2019)
    მეტისმეტად სამარცხვინო ექსპერტი ბრძანდები, ყოველი შენი ინტერვიუ გულისამრევია!!!!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×