სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.02.2019

     თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს-შემთხვევა დღის 3 საათზე დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე 43 წლის ქალი ზურგის არეში ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მისმა ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. ქალს ერთი ჭრილობა  აქვს მიყენებული.  თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მათ უშუალოდ დაჭრის ფაქტი არ უნახავთ, თუმცა ქალის ხმა გაიგონეს, რომელიც ყვიროდა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა. 

    ელიავაზე დასაქმებული ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი გია ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შემთხვევის ადგილას მისულს მიწაზე დაწოლილი  დაჭრილი ქალი დახვდა, რომელიც სისხლად იცლებოდა და დახმარებას ითხოვდა.  თვითმხილველი ამბობს, რომ ეჭვმიტანილმა ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

     ამის შემდეგ მათ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც დაჭრილი ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და პოლიცია სავარაუდო ეჭვმიტანილის სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს. 

    „ქალის ყვირილის ხმა შემომესმა, რომელიც შველას ითხოვდა. მაშინვე გავიქეცი და ახლოს, რომ მივედი საწყობების მხარეს, მიწაზე მწოლი ქალი დავინახე. მივედი ახლოს და სისხლი სდიოდა. ამბობდა, რომ დაჭრეს და სასწრაფოში დაგვერეკა. ზურგში იყო დაჭრილი. იძახდა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა დანა დაარტყა. ჯერ უჩხუბიათ და შემდეგ  დაჭრა.  

    “ამბობდა, რომ ავტომობილით გაიქცა. მეტი არაფერი არ ვიცით. ვინ არის ეს ქალი და აქ რა უნდოდა, ჩვენთვის უცნობია. მაშინვე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოვიძახეთ.  უშუალოდ მომხდარ ფაქტს არ შევსწრებივარ. არ ვიცი ვინმემ რამე თუ დაინახა. პოლიცია გარშემო ყველას კითხავს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ თვითმხილველი. 

    ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.  ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი  მოადგილე მანანა გელანტია აცხადებს, რომ  პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

    "43 წლის ქალი ზურგში, მესამე ნეკნის არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  3 საათისთვის შეემოიყვანა. ქალს  ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემოყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო. ამჟამად გადაყვანილია განყოფილებაში. ჩვენთვის უცნობია რა მოხდა, მასთან ამის შესახებ არ გვისაუბრია. მისი დაკითხვა ჯერჯერობით   არ მომხდარა", - აღნიშნა ექიმმა.

    შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved