სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ჩვენი კანონმდებლობა მოწყობილია ისე, რომ ჯარიდან თავის არიდება შეძლონ მდიდრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობაში ნაცნობები ჰყავთ”
    ეკატერინე ბასილაია
    13.03.2019

     პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა, რის მიხედვითაც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ, თუმცა, ერთი გამონაკლისით, ეს ახალი ნორმა არ იმოქმედებს მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდლებზე, მათ პრივილეგია შეუნარჩუნდებათ და ჯარიდან თავის დაღწევას კვლავაც შეძლებენ.

    კანონპროექტის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია და როგორც ის ამბობს, ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, იმიტომ რომ, მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს, ხოლო სხვა ყველა რელიგიური კონფესიის ღვთისმსახურებმა უნდა აირჩიონ ან ჯარი, ან ალტერნატიული სამსახური.

    „გირჩში" აცხადებენ, რომ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა დისკრიმინაციულია და იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის.

    „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის მიღება გაუჭირდეთ... ირაკლი სესიაშვილი პაიკია. [საპატრიარქოს] ყელში აქვს გაჩხერილი ბიბლიური თავისუფლება კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს კონფესია ქადაგებს თავისუფლებას, ათასობით ადამიანს დაანახა, რა არის თავისუფლების ფასი", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე On.ge-სთან.

    „გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას თქმით, კანონპროექტი ასევე ამორალურია.

    „არცერთი პარლამენტარის შვილი ჯარში არ მსახურობს და ეს კანონპროექტი ამიტომ არის ამორალური თავისი შინაარსით, რომ ის პარლამენტარის შვილებზე კი არ ვრცელდება. ჩვენი კანონმდებლობა მოწყობილია ისე, რომ ჯარიდან თავის არიდება შეძლონ მდიდრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც მთავრობაში ნაცნობები ჰყავთ.

    "შესაბამისად, პარლამენტის არცერთი წევრის შვილი ჯარში არ არის. თავად კანონპროექტის ავტორის ბატონი სესიაშვილის შვილი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯარში არ არის ნამყოფი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. თუ ასე არ არის, დაგვიმტკიცონ.

    "150 პარლამენტარიდან გამოვიკვლევთ მათ, ვინც ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს... თუ ირაკლი სესიაშვილი მხარს უჭერს ჩვენი შვილების ჯარში წასვლას და ამბობს, რომ ეს კარგია, თავისი შვილი ხომ უნდა იყოს ჯარში წასული?! ისინი ჩვენი შვილების მომავლით მანიპულირებენ, მაშინ როცა საკუთარი შვილებს ცივ ნიავს არ აკარებენ. ჩემი აზრით, ეს არის ამ კანონპროექტის ამორალურობა,"- აცხადებს იაგო ხვიჩია „ნეტგაზეთთან".

    „გირჩის" ლიდერები აცხადებენ, რომ თუ სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივა კანონად გადაიქცევა, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

    ირაკლი სესიაშვილი ჯერ კიდევ 2017 წელს აანონსებდა "გირჩის" წევრების მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის საწინააღმდეგო კანონპროექტის შემუშავებას. „ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. „გირჩის" ინფორმაციით, 15 000-ზე მეტი ახალგაზრდაა დარეგისტრირებული მღვდელმსახურად.

    ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა 13 მარტს დარეგისტრირდა. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა.

    „ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები, სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს....

    „ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული.

    "რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან და არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს", - ამბობს სესიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved