სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.03.2019

     „ზოგადად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ ამ პრობლემაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ოკუპირებული ტერიტორიები არც აფხაზების და არც ოსების მიერ არ არის დაცული, ეს რეალურად რუსული ტერიტორიებია. იქ არც აფხაზური და არც ოსური ფაქტორი არ დომინირებს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

    „რეზონანსი": ქართულმა მხარემ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას, იმისათვის, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან მსგავსი შემთხვევები საბოლოოდ აღიკვეთოს?

    ვახტანგ ძაბირაძე: ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში ჩააყენოს და გააქტიუროს. სხვა, რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, რა შეუძლია გააკეთოს, არ მესმის.

    გასაგებია, რომ იქ არაადამიანური მოპყრობაა, ყველამ ყველაფერი იცის შინაც და გარეთაც, მაგრამ რეალური მექანიზმი იმისა, რომ ასეთი რამ მომავალში აღიკვეთოს, არავის აქვს, გარდა რუსეთისა და რუსეთს ამაზე მუდმივი პროვოცირება, რა თქმა უნდა, ხელს აძლევს, რადგან არ უნდა დაისადგუროს სიმშვიდემ ამ ტერიტორიაზე. მათი მიზანია, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშვიდი გარემო არ შეიქმნას.

    აქტიურობს ხელისუფლება იმდენს, რამდენი აქტიურობაც შეუძლია. გავიდა ათი წელი და ამ ათ წელიწადში სხვა უამრავი რამ მოხდა; მოახდინეს ყირიმის ანექსია, უკრაინა... იმის თქმა მინდა, რომ მეტი აქტიურობა ამას ვერ ექნება. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რა შეუძლია გააკეთოს? ეს საზოგადოების მოტყუება იქნება და სხვა არაფერი. გარდა იმისა, რომ გაეროში, ევროკავშირში, ევროსაბჭოში ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ, მეტს ვერაფერს გავაკეთებთ.

    ოპოზიციას ან ხელისუფლებას იმდენი რამ აქვს საკრიტიკო, ამ თემაზე, რომ არ იყოს სპეკულაციები სჯობს. ვერცერთი ხელისუფალი ვერ გადაწყვეტს ამას, რადგან დღეს ამის საერთაშორისო პირობები არ არსებობს. პოტენცია არც ჩვენ გვაქვს და არც სხვა ქვეყანას. მოცემულობა არის ასეთი; უნდა ვიყოთ ფრთხილად და შევძლოთ ეს ყოველთვის აქტიურად გავახმაუროთ, ამის იქით ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ.

    „რ": სხვა რა ღონისძიება შეიძლება გატარდეს ამ ძალადობის აღმოსაფხვრელად?

    ვ.ძ: არა მგონია, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ არსებობდეს ვინმე, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს სიტუაციას და გამოსავალს მოძებნის. გამოსავალი არ არის იმაზე მეტი, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ და ჩავრთოთ სამშვიდობოები, საერთაშორისო წარმომადგენლები.

    როდესაც უნდათ, მაშინ დაიწყებენ ამის აქტუალიზაციას. ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გვაქვს, რომ ეს ძალადობა შევაჩეროთ, ვერ შევაჩერებთ.

    ხელისუფლებას ამაზე მეტს ნუ მოვთხოვთ. ნუ დავიწყებთ სპეკულირებას, რადგან ეს სპეკულაციები სწორედ იმაზე მუშაობს, რომ იქ ძალადობა ისევ განმეორდეს. თუკი იმაზე მეტს ვიყვირებთ ტყუილად, ვიდრე საჭიროა, შედეგი იქნება, რომ იქ მუდმივად დაძაბულობა იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (15.03.2019)
    თავიდანვე ხელისუფლების მიერ გაჟღერებული პოლიტიკა, ჩვენ თვითონ მოვუვლით ჩვენს პრობლემებს და არ გვინდა დაპირისპირების სუბიექტი ვიყოთ, იყო მცდარი, რამაც გამოიწვია საოკუპაციო ხაზის რამოდინიმე კილომეტრით გადმოწევა, ჩვენ არ მოგვიხსენიებენ საერთაშორისო პარტნიორები სანქციების სიაში, არადა პირველად რუსეთმა საქართველოს ნაწილების ოკუპაცია 2008-ში მოახდინა, ხოლო 2014-წელს ყირიმის, ამ უკანასკნელის გამო აქვს მას რამოდენიმე სანქცია დაწესებული და ის დღესაც გრძელდება, ხოლო საქართველოს გამო თითქმის არც ერთი, აი აქ არის სწორედ ის მექანიზმი, რისი ამოქმედებაც იქნება რუსეთზე ზემოქმედების ძლიერი მექანიზმი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×