სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    15.03.2019

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ. „რეზონანსთან“ ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტები მავთულხართებიდან კარგად მოშორებით სოფლის თავში სამხედრო მანქანებით განთავსდნენ. ისინი კბილებამდე არიან შეიარარებული და ადგილობრივების ხუთი ბაღი დაიკავეს. 

    ხურვალეთის მკვიდრი ლუდა საირია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეიარაღებული არიან და იცავენ პოზიციებს. უკვე შეუძლებელია იმ ადგილთან მიახლოება, სადაც საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო კოშკი განათავსეს. თვითმხილველის ინფორმაციით,  ასევე ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.

    „ ძალიან ცუდი სიტუაციაა, სოფლის ბოლო დაიკავეს. ადგილობრივების ხუთ ბაღში არიან შესულები.  კბილიებამდე არიან შეიარაღებულები.  ზოგი ათინი არიან ზოგი ხუთნია, ჯგუფ-ჯგუფად დგებიან და პოზიციებს იკავებენ. სოფელში ხალხი შეშინებულია. სოფლის ტრაფარეტთან სამი მაქნანა დგას. ბაღებში დგანან და იყურებიან აქეთ-იქით. მოსახლეობასთან არიან უკვე, სახლების წინ დგანან. მავთულხლართიდან ბევრად აქეთ წამოვიდნენ, სოფლის ბოლო უბანი დაკავებული აქვთ. უკვე სოფელშიც დაიწყებენ შემოსვლას და გვაიძულებენ, რომ სოფელი დავტოვოთ. ერთი თვეა ამას ვამბობთ და არავინ გვისმენს. ყურადღება არავინ მოგაქვცია. ფაქტობრივად სოფელ ალყაში აქცევენ“ , - აცხადებს ლუდა სარია „რეზონანსთან“.  

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×