სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.03.2019

     "ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება. "ოცნებისთვის" ახალი მანდატის მინიჭება დაუშვებელია. ამიტომ ვმუშაობთ მესამე ცენტრის ფორმირებაზე და კონსულტაციებს ვმართავთ ყველა პარტიასთან" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": დავით მაღრაძე, რომელიც ბიძინა ივანიშივლის თანამებრძოლი იყო, დღეს "ოცნების" პოლიტიკრი მართვის სტილს აკრიტიკებს. გადაწყვტილი აქვს აღადგინოს მოძრაობა "დაიცავი საქართველო" და ძველი თანაგუნდელები შემოიკრიბოს. თქვენ როგორ შეაფასებდით მაღრაძის ამ წამოწყებას?

    კავხა კუკავა: მკაცრი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ფაქტია, რომ 2020 წლისთვის ყველა ელოდება ცვლილებებს და ეს რეჟიმი შეიცვლება, ამიტომ ქმნიან ახალ მოძრაობებს, რომელიც ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ ვიცით, იქნება თუ არა ოპოზიციური. მაგრამ ბუნერივია იბადება კითხვა, სად იყვნენ ეს ადამიანები ამ 7 წლის განმავალობაში, რატომ უჭერდნენ მხარს და ახლა რამ გაანაწყენათ? მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც პრინციპებით გამოწვეული არ არის, უფრო შიგნით ფინანსებზე შეუთანხმებლობაა. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა მკვეთრად ოპოზიციური მიმართულების ეს თუ სხვა მოძრაობები, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში კვლავ გამოჩნდნენ. ამას მათ მიერ გადაგმული ნაბიჯები გამოავლენს, დღეს ჩვენ მხოლოდ განცხადებებს და ტელეინტერვიუებს ვისმენთ.

    "რ": ექსპერტთა გარკვეულიი ნაწილი იმაზეც მიანიშნებს, რომ საზოგადოების დაკვეთას, მოხდეს რადიკალური ცვლილებები, ვერც "ოცნება" და ვერც ეს ახალი მოძრაობები შეასრულებს, თუმცა შეიძლება გაჰყვეს იმ ძალას, რომელიც რეფორმების დაჩქარების ლოზუნგით გამოვა...

    კ.კ: დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება. "ოცნებისთვის" ახალი მანდატის მინიჭება დაუშვებელია. დღეს ივანიშვილი სრულიად არაადეკვატურია და შევარდნაძის მმრთველობის ბოლო პერიოდს მახსენებს, როცა იგი იმდენად არაადეკვატური იყო მოვლენების შეფასებისას, რომ ვიდრე 200 მეტრში არ მივუახლოვდით კრწანისის რეზიდენციას, მანამდე გადაგომაზე განცხადება არ დაწერა. ივანიშვილის არაადეკვატურობაზე საბურობენ მისი თანაგუნდელებიც. ვფიქრობ, რომ იგი მალე სულ მარტო დარჩება, არც ღარიბაშვილი დარჩება მის გვერდით.

    ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი დარჩა. როგორც ჩანს, მრჩევლებმაც ურჩიეს, რომ არ გამოჩნდეს და არაფერი თქვას, რადგან ყოველი მის გამოსვლა, არადეკვატური განცხადებები, ჩინჩალაძეების დაცვა და ა.შ. აღიზიანებს საზოგადოებას. ივანიშვილი დღეს მხოლოდ იმის იმედზეა დარჩენილი, რომ კვლავ იყიდის არჩევნებს, მაგრამ ასე ვეღარ მოხდება, ივანიშვილი უკვე მორჩა. ჩვენს წინაშე ახალი ამოცანებია, ეს არის საინტერესო და არა ის, რას გააკეთებს ივანიშვილი, რომლის 7-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს მოქალაქების ნახევარზე მეტი ქვეყნიდან წავიდა, ნახევარი კი ნაგავში იქექება. კიდევ ვიმეორებ, "ოცნებისთვის" ახალი მანადატის მინიჭება დაუშვებელია, ამიტომ ჩვენ "თავისუფალი საქართველო" ვმუშაობთ მესამე ცენტრის ფორმირებაზე, ამ მიზნით ვატარებთ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან და ვხვდებით საზოგადოებას.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved