სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    15.03.2019

     ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხებასა და შესაძლო ჩაშლაზე განცხადებები უკვე ღიად კეთდება. პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების გაჭიანურებამ შესაძლოა ამ პროექტს რეალური საფრთხე შეუქმნას. „ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ "კონკრეტულ პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა აფერხებს არა მხოლოდ პროექტს, არამედ ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე უარყოფითად აისახება."

    ანალოგიურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეც მიჩნევს, რომ პროექტის ჩაშლის რეალური საფრთხე არსებობს.

    „არსებობს რეალური საშიშროება, რომ რაც უფრო დიდხანს და ჩუმად გაგრძელდება პროკურატურის გამოძიება, მით უფრო ბევრი კითხვა დარჩება და მეტი საფრთხე დაემუქრება ანაკლიის პორტის პროექტს. ამ ეტაპზე ვხედავ, რომ ძირითადი გამოსავალი არის პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა," - განაცხადა ანა დოლიძემ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გამართულ შეხვედრაზე.

    „ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონა ქართული კომპანიებისთვის დიდი შესაძლებლობა იქნება, რათა გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებული გახდნენ.

    „ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერებია მუშაობა როგორც პორტზე, ასევე ეკონომიკურ ზონაზე. შესაბამისად, პროექტი მიმდინარეობს, თუმცა მომავალში რა მოხდება, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება", - განუცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, სამშენებლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიდის.

    "600 მლნ დოლარი, რაც სჭირდება ამ პროექტს, მობილიზებულია. კონსორციუმი ყველაფერს აკეთებს, რომ სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკებები, რომლებიც მიმდინარეობს მთავრობასა და ბანკებს შორის," - აღნიშნა მან.

    ახვლედიანი ანაკლიის პორტის პროექტის ხელშემშლელ ფაქტორად თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ასახელებს.

    „უცხოელმა ინვესტორებმა 500 მლნ დოლარის ნდობა უნდა გამოუცხადონ ქვეყანას და კონსორციუმს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და კონსორციუმს შორის არ იყოს დაპირისპირება და პროექტის შემსრულებელებს მხარს უჭერდეს მთავრობა. ამ შემთხვევაში მთავრობაზე არაა სამშენებლო რისკი, ამ რისკს იღებს კონსორციუმი. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ინვესტორებთან მუშაობის პროცესი, თუმცა, ჩემი აზრით, საჭიროა ამ ყველაფრს ნათელი მოეფინოა და დასრულდეს , რათა ჩვენ შევძლოთ პორტის აშენებისთვის შემდეგი ნაბიჯების გადადგმა," - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

    პარასკევს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გუნდი სასტუმრო „რედისონში" ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ჩატარებული სამუშაოების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრა დახურულ რეჟიმში წარიმართა და კომენტარები მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (16.03.2019)
    ქვეყანაც აქვს შანსი განვითარების და ამ დროს, რაღაც ძალები ხლართავენ შემაბრკოლებელ ქსელს, რომ ქვეყანა იყოს არშემდგარი, ხალხი გაჭირვებასა და სიღატაკეში ცხოვრობდეს და უიმედობის განცდა ეუფლებოდეს...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×