სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    15.03.2019

     "ბიძინა ივანიშვილს ათას რამეს მიაწერენ, მაგრამ ის, რომ მისი სახელი რამენაირად უკავშირდება მოძრაობა "დაიცავი საქართველოს", სწორი არ არის; არც დავით მაღრაძეა ის ადამიანი, რომ რაღაც სპექტაკლებში მიიღოს მონაწილეობა" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": დავით მაღრაძე აპირებს აღადგინოს მოძრაობა "დაიცავი საქართველო" და შემოიკრიბოს ძველი თანაგუნდელები, თქვენ ხომ არ მიგიღიათ მისგან შემოთავაზება?

    ნუკრი ქანთარია: დათო კარგი პოეტია, კარგი პიროვნება, შემოქმედი ადამიანი და მის მიმართ ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ იგი ახალ პარტიას არ ქმნის, რომ შემოეთავაზებინა პარტიაში გაერთიანება. ამიტომ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეუძლია თავის მოსაზრება გამოთქვას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა ყველაფრის ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა "ქართული აკადემია", მერე იყო "დაიცავი საქართველო", თითოეულ სიტყვას თავგანწირვის ფასი ჰქოდა. მე პირადად მივესალმები საზოგადოების ნებისმიერ აქტიურობას, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია პროცესების გაჯანსაღება, მაგრამ მთავარია, ეს საზოგადოებრივი გაერთიანებები პოლიტიკურ საბურველში არ გაეხვნენ.

    "რ": ოპოზიცია სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს, რომ შეიძლება ივანიშვილის მიერ მართული იყოს, რომ მას დისკომფორტი მოუხსნას.

    ნ.ქ: ივანიშვილს ათას რამეს მიაწერენ და ამ შემთხვევაშიც აქცენტი სწორად არ არის დასმული. არანაირი კავშირი ბიძინა ივანიშვილს ამ მოძრაობასთან არა აქვს და არც დავით მაღრაძეა ის ადამიანი, რომ რაღაც სპექტაკლებში მიიღოს მონაწილეობა. მას სურს ეს მოძრაობა გააცოცხლოს და როგორც შემოქმედ ადამიანს ამის უნარი აქვს. ისე, დღეს მაქსიმალურად მიდის ივანიშვილის მიერ გაკეთებული წვლილის განიავების მცდელობა, რაც კი რამ ღირებული გაუკეთებია, მაგრამ ეს ძნელი მისაღწევი იქნება, რადგან ადამიანთა მეხსიერებიდან ყველაფერს ვერ ამოშლი. ივანიშვილმა ითხოვა ერთი წელი იმისთვის, რომ პროცესები დალაგდეს, ამას ასრულებს, მთავარი არ არის ყოველღდე სიტყვით გამოვიდეს და თქვას, რას აკეთებს, მიდის გაჯანსაღების პროცესი, ცვლილებები და ამას მოსახლეობა ძალიან მალე დაინახავს.

    "რ": მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს "ოცნებაში" არ ადასტურებენ, თუმცა კულუარული ინფორმაციით უახლოეს ხანებში მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე წევრი დატოვებს...

    ნ.ქ: სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მოულოდნელი ამაში არაფერია; ცვლილებების პროცესი უნდა გაგრძელდეს, რადგან კარს მომდგარია ბევრი გამოწვევა, არჩევნებს რომ თავი დავანებოთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (16.03.2019)
    ერთი თქვენი ბიოგრაფიები შეგვახსენეთ თავიდან ბოლომდე, თქვე ფარჩაკებო და თქვენი დაცული საქართველო არ გაიშვას, თავიდანვე თქვენ გაგუდეთ აკვანშივე, ახალდაბადებული თოხლო ბავშვი, სახელად საქართველო და ეხლა რის დაცვას აპირებთ...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved