სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    14.04.2019

     უკვე რამდენიმე დღეა, რაც საოკუპაციო ძალების აქტივობა წაღვლი-ჩორჩანას მიმართულებით განსაკუთრებულად შეიმჩნევა. მათ ინტენსიურ მოძრაობას და გაადაადგილებას „რეზონანსთან“ საუბრისას როგორც ადგილობრივები, ასევე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებიც ადასტურებენ. მათი განცხადებით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცველების პატრულირება არ დაიწყო და საგუშაგოების განთავსება არ მოხდა, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასაც დავკარგავთ. 

    ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წევრი დავით ქაცარავა „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ უკვე 4-5 დღეა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების გადმოსვლის შესახებ იუწყება. ქაცარავა აცხადებს, რომ ისინი მათ მოძრაობას და გადადგილებას აკვირდებიან და ამის დამადასტურებელი როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალ აქვს.

    მოძრაობის ლიდერი ქაცარავა ამბობს, რომ   რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ მიერვე დადგენილი საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე, ტალკის საბადოსთან და იქვე, ყოფილი საწარმოს სიახლოვეს ბოლო 5 დღეა, რაც ინტენსიურად მოძრაობენ. 

    ქაცარავა საქართვეელოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, რომ ადგილზე სასწრაფოდ პოლიციის საგუშაგოს განთავსება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საოკუპაციო ძალები ამ ტერიტორიასაც მიიტაცებენ. 

    მისი აზრით, რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, ტერიტორიას ზვერავენ, რათა ადგილები მონიშნონ და ეს ტერიტორია წაგვართვან. ქაცარავა აცხადებს, რომ ისინი განსაკუთრებით აქტივობებით ქარხანასთან გამოირჩევიან და ხშირია ფაქტები, როდესაც მათი ავტომობილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული. ეს ადგილი კი, ყველა რუკის მიხედვით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა. 

    ქაცარავა ასევე მოითხოვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ტერიტორიაზე პატრულირება დაიწყოს.

    „დაახლოებით 5 დღეა შევამჩნიეთ რუსი ოკუპანტების გადაადგილება და მოძრაობა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არის ყოფილი ქარხნის ტერიტორია. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, შემოდიან და მინიმუმ ნახევარ დღეს იქ ატარებენ. რას აკეთებენ და რას ზვერავენ, მემგონი გასაგებია.

    „ეჭვი გვაქვს, რომ გარკვეულ ტერიტორიებს ინიშნავენ და მის მიტაცებას აპირებენ. ჩვენ ვაკვირდებით მათ გადაადგილებებს უსაფრთხო მანძილიდან და ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულები არიან. 

    „ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე გაიხსნებოდა საგუშაგოები ჩორჩანას ტყეში, მაგრამ დღემდე დაპირება დაპირებად რჩება. ჩვენთვის გაუგებარია რას ელოდება საქართველოს ხელისუფლება. აქ სასწრაფოდ პოლიციის საგუშაოგო უნდა განთავსდეს, წაინააღმდეგ შემთხვევაში საგუშაგოს ესენი დადგამენ. 

    „მოსახლეობაც გვეუბნება, რომ ბოლო დღეებია ტყეში რუსი ოკუპანტების აქტიური მოძრაობა შეამჩნიეს და უკვე გადაადგილების შიში აქვთ. ახსოვს ალბათ ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩორჩანას ტყეში 2018 წლის აპრილიდან დავიწყეთ აქტიურობა და ჩვენმა ქმედებებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედეგი გამოიღო - რუსები ამ ტყეში აღარ შემოდიოდნენ. 

    როგორც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას დაინახავენ, მაშინვე აქტიურობას იწყებენ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ მიმართულებით აქტიურობა და ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიასაც დავკრგავთ“, - აცხადებს ქაცარავა „რეზონანსთან“.

    წაღვლის და ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გააქტიურებას „რეზონანსთან“ ადგილობრივებიც ადასტურებენ. მათი თქმით, ოკუპანტების გააქტიურება ამ მიმართულებით ნამდვილად შესამჩნევია. ისინი ბოლო დროს ტყეში შესვლისგან თავს იკავებენ, რადგანაც სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა რუსი „მესაზღვრეების“ ჯგუფი დააფიქსირა, რომლებიც ტყეში გადაადგილდებოდნენ.  

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წაღვლიდან ტყის მიმართულებით გზის გაყვანა თებერვალში დაიწყეს ხაშურის მერიის  დაფინანსებით. ადგილობრივი მოსახლეობა „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ გზაზე ქართველ  პოლიციელებს  მალე პატრულირება უნდა დაეწყოთ და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულიყო. თუმცა ჯერჯერობით ამ ტერიტორიაზე ქართველი სამართალდამცველები არ გამოჩენილან. 

    „რეზონანსმა“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა. უწყება „რეზონანსთან“ განმარტავს, რომ  სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მხრიდან პერიოდულად ხორციელდება უკანონო აქტივობები, რაც ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხები მწვავედ განიხილება IPRM-ის შეხვედრებზე და ხდება საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    2019   (15.04.2019)
    რასაც ფლობ, უნდა იცავდეო კიდევაც, ჩვენ თუ ფრონტის ხაზს არ დავიცავთ, მოწინააღმდეგე წინ წამოიწევს, აბა რა გვგონია, თუ ტერიტორიების სისტემატიურ დათმობას მშვიდობიან ცხოვრებად შეაფასებ, უარასსაც გვიზავენ და მწვანე კაცუნების მეშვეობით, დანარჩენ საქართველოსაც აგვაწაპნიან...

    გაიოზი   (14.04.2019)
    ესეც იმის დასტურია, რომ ქვეყანა უპატრონოა ... ყველაფერში და ამაშიც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×