სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    14.05.2019

     „ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლა ღია ფორმატში გაიმართება, კითხვა-პასუხის რეჟიმში და ვფიქრობ, რომ იგი ყველა  კრიტიკულ შეკითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს“, - ასე ეხმაურება „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში დეპუტატებისა და ეკონომიკის ყოფილი მინიტრის შეხვედრას.

    „ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას დეპუტატთა გარკვეულმა ჯგუფმა გაუგზავან წერილი, სადაც მას შევთავაზეთ პარლამენტში დეპუტატებთან ღია ფორმატში შეხვედრა, რასაც იგი დათანხმდა. ხელმომწერთა შორის გახლვართ მეც, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და კიდევ რამდენიმე დეპუტატი.  

    „შეხვედრა გვინდა, რომ გაიმართოს პარლამენტის კინოდარბაზში და ვფიქრობ, რომ დასწრება იქნება მაღალი. სავარაუდოდ, შეხვედრას უმრავლესობის წევრებიც დაესწრებიან.  

    „ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ისაუბრებს იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მან გასწია ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს. გაგვაცნობს მის ხედვებს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. 

    „რა თქმა უნდა, შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში და საზოგადოების მაღალი ინტერსიდან გამომდინარე დასმული იქნება ყველა მწვავე შეკითხვა. ვფიქრობ, რომ გიორგი ქობულია ყველა კითხვას ამომწურავ პასუხებს გასცემს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლევან გოგიჩაიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved