სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    15.05.2019

     15 მაისს უკრაინის მთავრობამ რუსეთთან დაკავშირებით ახალი სარკისებრი ეკონომიკური სანქციები წარადგინა, რომელიც 1 აგვისტოდან შევა ძალაში.

    ამის შესახებ განაცხადი პრემიერმა ვლადიმირ გროისმანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

    "დღეს ჩვენ მოვამზადეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთთან მიმართებაში სარკისებურ სანქციებს შეიტანს, ჩვენ ავამოქმედებთ ემბარგოს იმ საქონელზე, რომელსაც მთლიანად ვაწარმოებთ უკრაინაში, ან შეგვიძლია მისი ჩანაცვლება, რუსულ საქონელზე სპეციალურ ფულად გადასახადს დავაკისრებთ, რადგანაგრესორს, რომელსაც ჩვენთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება სურს, შესაბამისი პასუხი გავცეთ," - განაცხადა პრემიერმა.

    რეალურად აღნიშნულ ეკონომიკურ სანქციებს იმიტომ ეწოდა სარკისებრი, რომ აპრილის შუა რიცხვებში რუსეთმა უკრაინაში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა, რომელიც 1 ივნისიდან შევა ძალაში.

    კრემლმა უკრაინის ახალ ეკონომიკურ სანქციებზე კომენტარი გააკეთა. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყველაფერში ისევ კიევი დაადანაშაულა.

    "ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული წინა გადაწყვეტილებები უკრაინის ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული," -განაცხადა პესკოვმა.

    რუსულ მედიაში წერენ, რომ უკრაინის მთავრობის მიერ რუსეთის ემბარგო, პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთისკენ გასროლილი ბოლო ისარია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved