სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.06.2019

     "არ ვიცი ვინ და რა პარტიას ქმნის - პირადად მე ყველა პარტიას ახალ ძველს სკეპტიკურად ვუყურებ იმიტომ, რომ საქართველოში პატიები არ არსებობენ გინდა ოპოზიცია იყოს, გინდა პოზიცია. მათი დაწყებული საქმე კი თავიდანვე ყარს"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენას.

    ცნობისთვის, ერთ კვირაში ორი ახალი პარტია შეიქმნა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველო" დააფუძნა.

    მისი თანამოაზრეები არიან: სააკაშვილის ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში კოტე კემულარია და ყოფილი "ფორუმელი" გუბაზ სანიკიძე.

    20 ივნისს კი ეკა ბესლიას პარტია "სამათლიანობისთვის" დაფუძნდება, სადაც სავარაუდოდ გაწევრიანებას აპირებენ "ოცნებიდან" წასული დეპუტატები.

    "უკვე მოქმედმა პარტიებმა რა გააკეთეს საქართველოსთვის, ეს არის საკითხავი, ახალს რომ ქმნიან. არ ვიცი, ვინ და რა პარტიას ქმნის და არც მაინტერესებს, სკეპტიკურად ვარ განწყობილი ყველა პარტიის მიმართ, რადგან საქართველოში პარტიები არ არსებობენ, გინდა პოზიცია იყოს, გინდა ოპოზიცია. ეგენი მარტო თავისი ჯიბეებისთვის ზრუნავენ, ზოგს დეპუტატობა უნდა, ზოგს კარგი ცხოვრება.

    "ამიტომ, ჩემთვის ყველანი ერთნი არიან, რა სახელებიც გინდა დაარქვან. რომ შეიქმნება მერე რა? როგორც შეიქმნება, მაშინვე უკვე დამთარებულია, მაგათი დაწყებული საქმე კი თავიდანვე ყარს.

    "ამას ვამბობ განურჩევლად ყველა პარტიაზე - გინდა "ოცნება" იყოს, გინდა "ნაციონალები და გინდაც ახალად შექმნილი პარტიები. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე გამოჩნდება ახალი ძალა, ახალი ენერგიით და ახალი იდეებით, რომელსაც ხალხი გაჰყვება. მერე ნახონ მაგათმა"- განცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×