სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შესაძლოა საქართველოს საკითხიც დადგეს”
    ეკატერინე ბასილაია
    11.06.2019

     „საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება. თუ ჰოლანდიის ეს წინადადება დაკმაყოფილდება, მაშინ მეორე ქვეყანა, რომელიც ამ თემაზე მოიაზრება, ყველა ვარიანტში საქართველოა და გამორიცხული არ არის, რომ ალბანეთის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საქართველოს საკითხიც დადგება,"- აცხადებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

    არსებობს თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე? მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ევროკავშირში ოფიციალურად დღის წესრიგში არ დგას, სულ უფრო და უფრო ხშირია საუბრები იმაზე, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი სტატისტიკა შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძველი გახდეს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკომისიას ნიდერლანდების ხელისუფლებამ ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნით მიმართა, საქართველოში ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

    სტატისტიკის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა იზრდება და თუ მხოლოდ საფრანგეთის მაგალითს მოვიყვანთ, ეს რიცხვი გაოთხმაგდა კიდეც.

    მაგალითად, 2017 წლიდან 2018 წლამდე საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 11 100-დან 19 300-მდე გაიზარდა. ამ 19 300 განმცხადებლიდან კი 7 000 საფრანგეთში ითხოვდა თავშესაფარს. გასულ წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდაზე პრეტენზია პირველად გერმანიიდან გაისმა. შემდეგ მას მოჰყვა საფრანგეთშიც და საფრანგეთში ეს პრობლემა 2019 წელსაც მწვავედ დგას.

    იქმნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებით „საგანგებო სიტუაცია" და რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში?

    უცხოელი ანალიტიკოსების თქმით, ტექნიკურად, საფრანგეთს, 7000-მა მოითხოვა თავშესაფარი, შეუძლია კომპლექსური შეჩერების პროცედურის წამოწყება. თუმცა, შეჩერების მექანიზმამდე მისვლა არც ისეთი მარტივია. ეს მოითხოვს ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობას, მას შემდეგ რაც დადგინდება სხვადასხვა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა დაზარალებული ქვეყნების რაოდენობა (რაც საქართველოს შემთხვევაში არც ისე დიდია) და ევროკავშირში მიგრაციის მდგომარეობაზე ზოგადი გავლენის დონე.

    როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მიზეზი იმის, თუ რატომ იზიდავს მაგალითად საფრანგეთი თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების დიდ რაოდენობას, პროცედურის ხანგრძლივობაა. საფრანგეთში საშუალოდ 6 თვე და ზოგჯერ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა თავშესაფრის მაძიებლების საკითხი გადაწყდეს.

    პროცედურების დროში გაწელვა კი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სტატუსთან დაკავშირებული ბენეფიტებით (საცხოვრებლის და სამედიცინო უზრუნველყოფა, ფულადი უზრუნველყოფა) და ზოგჯერ შავ ბაზარზე დამატებითაც გამოიმუშაონ თანხა. ქვეყნებში, სადაც თავშესაფრის გაცემის პროცედურები დროში შემცირებულია, მაგალითად შვეიცარიაში, მყისიერად შემცირდა უსაფუძვლო მთხოვნელთა რიცხვიც.

    აღსანიშნავია, რომ გერმანიამ შეამცირა პროცედურების ხანგრძლივობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, რის გამოც საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა გერმანიაში შემცირდა. ახლა უკვე პროცედურების შემცირებაზე საფრანგეთიც მუშაობს.

    პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიას ამბობს, რომ ადვილი არ არის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება და ბრიუსელის ოფისი მაქსიმალურად წინააღმდეგობას გაუწევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნას ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. თუმცა, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ჰოლანდიის მიერ დაყენებული წინადადება.

    „შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ნიშნავს ამ რეგიონებში ევროკავშირის იმიჯის შელახვას. ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტები ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება ალბანეთთან მიმართებაში.

    "თუკი ჰოლანდის წინადადება გაიზიარა სხვა ქვეყნებმა, ეს ჩვენთვის არც თუ კარგი სიგნალი იქნება. დღეს საქართველოს საკითხი პირველ რადარზე არ დგას, მაგრამ, გააჩნია, როგორ იქნება დინამიკა იმ ქვეყნებში, სადაც პრობლემა გვაქვს, იგივე საფრანგეთში, შვედეთში.

    "გერმანიაში ნელ-ნელა მოიკლო რაოდენობამ, თუმცა არ ვიცით, რამდენად მდგრადია ეს და ასევე სხვა ქვეყნებშიც ხომ არ გამოჩნდება ზრდის ტენდენცია. თუ დინამიკა კლებისკენ არ წავიდა და ეს საკითხი დასვა არა ერთმა ქვეყანამ, როგორც ეს ალბანეთის შემთხვევაშია, არამედ - საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, მაშინ სიტუაცია უფრო გართულდება, რადგან გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის მძიმეწონიანი ქვეყნებია და ბრიუსელს უარის თქმაც გაუჭირდება.

    "ევროპელი ექსპერტები ამბობენ, რომ მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს ევროპელების მოსმენა და ევროპელებთან თანამშრომლობაზე იყოს ორიენტირებული. თუმცა, ახლა ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია ალბანეთის საკითხი, "- ამბობს კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×