სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელმა სრულყოფილად რომ იმუშაოს, აუცილებელია პარლამენტში არ იყოს ერთპარტიული უმრავლესობა” - ხმალაძე
    ია აბულაშვილი
    11.06.2019

     როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რამდენად დიდია ალბათობა, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში კოალიციური უმრავლესობა შეიქმნას.

    კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, დღევანდელი მოცემულობით არ ჩანს, რომ "ოცნება" დათანხმდება 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოხოვნას, რაც ერთპარტიული უმრავლესობის საფრთხეს მომავალ პარლამენტშიც არ გამორიცხავს.

    "არაერთხელ მითქვამს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელმა სრულყოფილად რომ იმუშაოს, აუცილებელია პარლამენტში არ იყოს ერთპარტიული უმრავლესობა, რადგან მისი არსებობის შემთხვევაში აღარ მოქმედებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები.

    "ამას გვიჩვენებს ჩვენი 30-წლიანი წარსულიც. პარლამენტში ყოველთვის იყო ერთი პარტია უმრავოესობით, ერთადერთი გამონაკლისი იყო 2012 წლის მოწვევის პარლამენტი.

    "აუცილებელია, პარლამენტში იყოს კოალიციური უმრავლესობა, 2-3 პარტიაზე მეტი შემადგენლობით. ამ შემთხვევაში მთავრობაც კოალიციური იქნება და ამ კოალიციაში შემავალი სუბიექტები ვერ შეძლებენ იმოქმედონ სხვებთან შეუთანხმებლად.

    "ასეთი არის ზოგადად საპარლამენტო რესპუბლიკის მუშაობის პრინციპი; მაგრამ, ჩვენთან ვიდრე იარსებებს შერეული საარჩევნო სისტემა და 2020 წლისთვისაც არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, ისევ მაღალი იქნება ერთპარტიული უმრავლესობის საფრთხე.

    "ამიტომ არის აუცილებელი საარჩევნო სისტემის შეცვლა, თუმცა, დღეს არ უჩანს პირი, რომ "ოცნება" დათანხმდება პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნას" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×