სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს” - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი
    თამარ შუკვანი
    11.06.2019

     საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პომპეომ, ტრადიციულად საქებარი სიტყვები არ დაიშურა საქართველოს მიმართ, ჩვენი ისტორიის ცოდნაც გამოამჟღავნა და უკვე ტრადიცული მადლობა ავღანეთის და ერაყის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღია გზავნილი ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც არის ნათელი დასტური ვაშინგტონის მტკიცე ინტერესისა, ასევე, გზავნილი სასამართლო სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და სამართლიან არჩევნებზე.

    მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

    „პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით", - განაცხადა პომპეომ.

    „დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაარწმუნოს (დაადასტუროს), რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს.

    "პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ", - განაცხადა მაიკლ პომპეომ.

    საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, - დაამატა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

    თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ორ სტრატეგოულ პარტნიორს შორის ურთიერთობის დონემ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია.

    "2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და განახორციელა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს პლატფორმა, რომელიც ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, მისი ინსტიტუტების განმტკიცების, დემოკრატიული განვითარების და კანონის უზეუნაესობის უზრუნველყოფის.

    "ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზანს.საქართველოს მიღწევების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-საქართველოს წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობის უშუალო შედეგია, რომლის მე-10 წლისთავს ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დინამიურ და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას და ჩვენმა კავშირებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში", - განაცხადა პრემიერმა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (12.06.2019)
    ანაკლია იქნება გარანტი იმისა, რომ რუსეთი თავის გემოზე ვერ შემოიჭრება ზღვიდან, ვერ იპარპაშებს შავ ზღვაზე და ექნება შემაკავებელი დანიშნულება. ეს კი არა, სენაკში და ვაზიანშიც უნდა იყოს ამერიკის ბაზები და მერე ნატო არ დაგვჭირდება. ამით ეკონომიკაც გაუმჯობესდება. ვინც ამის წინააღმდეგი ხართ, რუსების წისქვილზე ასხამთ წყალს. შეიგნეთ ხალხო, რუსეთზე ვერაგი მტერი საქართველოს არ ჰყოლია. თქვენ რომ ასე აზროვნებთ, ეს ერთერთი დადასტურებაა ჩემი სიტყვების. რუსეთმა დააპირა ჩვენი მანქურთად გაზრდა და ზოგთან ეს გამოუვიდა.

    But Vsegda   (12.06.2019)
    ბუწ ვსიგდა, იჯექი შენ მასკვაში და აკაჩავე შენი ყალიბის ხალხი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved