სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.06.2019

     "ის, რომ პოლიტიკური სუბიექტები, მოქმედი ან ახლად შექმნილი, 2020 წლის არჩევნებისთვის რაიმე სიახლეს შემიგვთავაზებენ, ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან ყველაფერი ინერციით მიდის" - ასე ეხმიანება ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე დღეს არსებულ სიტუაციას კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი.

    "დღეს მნიშვნელოვანი გახდა ეკონომიკა, რომელიც განსაზღვრავს დღევანდელ პოლიტიკას; პოლიტიკური ფიგურების ჩანაცვლება მოხდა იმ ფიგურებით, რომლებსაც მცირე ეკონომიკური იმპერიები აქვთ საქართველოში.

    "დღეს მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან რა უნდა იყოს ქვეყნის მოწყობის მოდელი, არა აქვთ ახალი პოლიტიკური იდეები და პროგრამები, მხოლოდ მცდელობა მოვიდეს ან დარჩეს ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ეკონომიკურ პროცესებზე ჰქონდეს გავლენა და თვითონ როგორც პოლიტიკურმა პერსონამ მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროცესებში.

    "არც 2020 წლის არჩევნებისთვის ველი სიახლეს პოლიტიკურ ბაზარზე, რადგან ყველაფერი მიდის ინერციით, ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამბობს, რომ მინდა ძალაუფლება, ანუ მეტი არაფერი, ისიც სხვისი ხელით, სხვისი ფულით, სხვისი ინეტელექტუალური რესურსით.

    "საზოგადოება გაუუცხოვდა პოლიტიკურ ძალებს, არ უნდა მათთან ერთად მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც ახალ პოლიტიკურ ძალაზე ფიქრი უნდა, რადგან იცის ინერცია იმდენად დიდია, რომ ის აუცილებლად ჩაყლაპავს ახალ, ცოცხალ, საინტერესო პერსონებსაც და ძალასაც.

    "დაგვრჩა მხოლოდ სანახაობა, თუმცა სამწუხაროდ საინფორმაციო ველზეც ანტისანიტარიაა. ისეთი განცდა მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკა დამთავრდა"- განცახადა "რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    gia tablaze   (13.06.2019)
    Sad iyo as tvit naswavli kali


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×