სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.07.2019

     "ჩემი აზრით, ორი თვით კი არ უნდა შეუჩერო ასეთ ჟურნალისტ ეთერი, არამდე მას საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს, რომ მაყურებელს ტელეეთერიდან მიმართოს. ასეთი უხამსობა მე არათუ ტელევიზიიდან, ქუჩაშიც არ მომისმენია"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე გიორგი გაბუნიას მიერ ტელეეთერიდან გაკეთებულ განცხადებას.

    "განცხადებაზე ან კარგი უნდა თქვა, ან ცუდი, მაგრამ ეს იყო უზნეობის და უხამსობის სიმფონია, რომელიც არათუ ტელეეთერიდან, ქუჩაშიც კი არ გამიგია.

    "დაცინვა არა მხოლოდ მაყურებელის, არამდე საკუთარი თავისა და იმ მაუწყელობის, რომელსაც ეს ადამიანი წარმოდაგენს, არადა ითვლება როგორც ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიად.

    "ნამდვილად გაოგნებული დავრჩი, ნეტა საერთოდ არ მომესმინა. როგორც შეიძლება ასეთი უხამსობა შესთავაზო მაყურებელს, რაც არ უნდა შენი პირადი პოზიცია გქონდეს. ასეთი შეურაცხყოფა არც ჩვენს ტარდიციაში ჯდება, არც ჩვენს კულტურაში.

    "ეს გრძნობა მხოლოდ მე არ დამრჩა, რადგან ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მე არ ვიცი, იყო ეს წინასწარ მომზადებული, წინასწარ განზრახული, რატომ გაკეთდა, ან ვინ დგას ამის უკან, მაგრამ ასე დალაგებულად ამოკრეფილი უხამსი სიტყვები არ შეიძლება ასე უცბად დაიბადოს ადამიანის აზროვნებაში.

    "ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ მტერთანაც უნდა შეგეძლოს სუბარი. მასზე მაღლა უნდა დადგე, როცა შენ ხარ უძველესი კულტურის ქვეყნის შვილი.

    "მე როგორც კინორეჟისორი ვიტყოდი, რომ თუ შთაბეჭჟდილების მოხდენა გინდა, გინდა ისეთი ფილმი გადაიღო, რომ მაყურებელი ფილმის ბოლომდე შთაბეჭდილების ქვეშ მოაქციო, ამას სწორი დრამატურგია სჭირდება და არა გინება.

    "თუ დღეს ჩვენი ტელევიზიების დღის წესრიგში მხოლოდ გინება და უხამსი სიტყვების კორიენტელი უნდა ტრიალებდეს, რასაც ბოლო თვეებია პირდაპირი ეთერიდან ყოველდღე ვისმენთ, ეს არის უზნეობის ფსკერი და სადამდე მივალთ არ ვიცი.

    "ამიტომ, ჩემი აზრით, ორი თვით კი არ უნდა შეჩერო საქმიანობა. ასეთი დაბალი ინტელექტის ადამიანი საერთოდ არ უნდა გააკარო ტელევიზიას"- გაანაცხადა "რეზონანსთან" კინორეჟისორმა გოგი თორაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (11.07.2019)
    ვეთანხმები ბატონ გოგის და რაოდენ სამწუხაროა რომ ტელეეთეროდან გინება ლამის ტრენდად იქცა ხოლო შედგებს ვიმკით კატასტროფულს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved