სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.07.2019

     „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი დასავლეთს; 11 ივლისს ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა," ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, რომ ევროკავშირმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების განხილვა დაიწყოს.

    სამადაშვილის ამ განცხადებას ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" სუბრისას "ღიმილის მომგვრელი" უწოდა.

    „სამადაშვილი ალბათ პიროვნების მიმართ სანქციების დაწესებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანს, რომელიც, ევროპის თვალსაზრისით, დამნაშავედ ითვლება, ევოპულ სივრცეში შესვლა და გადაადგილება აეკრძალება, ასევე მას გაეყინება ანგარიშები. ეტყობა სწორედ ამას გულისხმობს სამადაშვილი.

    „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ რეალურ რამეს ლაპარაკობს? დასავლეთის მხრიდან ივანიშვილისა და ამ ხელისუფლების რომელიმე ნაბიჯზე შეფასება არ გაკეთებულა. იყო მოწოდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ, მაგრამ როგორც ასეთი, ხელისუფლება დამნაშავეა და მეორე მხარე მართალი, - დასავლეთს არსად უთქვამს, მითუმეტეს ხელისუფლებაში პიროვნება, რომელიც მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეა და სხვა არაფერი. ასე რომ, ძალიან ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება. გარდა „ნაციონალების" გულის მოფხანისა, არაფერს გულისხმობს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

    სამადაშვილის განცხადებით, დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მთავარი გზავნილი ივანიშვილის მიერ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დევნას შეეხებოდა.

    მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილს პირადად გადასცეს გზავნილი, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკური ოპოზიციის დევნას.

    „ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ ბატონ ტუსკს, ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია დგას, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დააანონსა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება ადეკვატურად არ პასუხობს, მრავალი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ჩიხში შეიყვანოს.

    „სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში. მე პირადად დავაყენე ასევე საკითხი, იმის თაობაზე, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არ იქნება შესაბამისი გამოძახილი, აუცილებელია ევროკავშირმა დაიწყოს განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებაში თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს დემოკრატიული სივრცის შევიწროვებას და ოპოზიციის დევნას. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გზავნილი.

    „ვფიქრობ, ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში, რათა ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მამალი   (12.07.2019)
    სულ წმინდანები ხართ ოპოზიციაში, მამა აბრამის ბატკნები. გადახედეთ თქვენ წარსულს და გაიხსენეთ თქვენი დემოკრატია. ენას ძვალი არა აქვს და რაც მოგადგება ენაზე არ უნდა ილაპარაკო ფრთიანო "ანგელოზო".თქვენ ურევთ დემოკრატიასაც ქვეყნის განვითარებასაც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×