სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    16.07.2019

     „მოსამართლეს (ილონა თოდუაძეს) წლების განმავლობაში ჰქონდა სახლი და როგორც ის ამბობს დაქორწინების შემდეგ, ეს სახლი დედას აჩუქა. ამის შემდეგ კი მან იქირავა ბინა. ამ ჩუქების მერე, ზუსტად 5 დღეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომლის წევრიც იმ დროს თვითონ იყო, ბინის ქირის საფასური მიიღო, თან ეს საკითხი სხდომის დღის წესრიგში მაშინ არც დამდგარა," - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საუბრისას.

    იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ილონა თოდუას მოუსმინეს. სხდომამ სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე ჩაიარა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ილონა თოდუასთვის ბინის ქირის გადახდის საკითხი განიხილა.

    საკითხი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ წამოჭრეს. მათი თქმით, მოსამართლე ილონა თოდუას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბინის ქირა გადაუხადა მაშინ, როცა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მურუსიძე იყო. ჯანეზაშვილის განცხადებით, თოდუამ თავისი სახლი დედის სახელზე გადააფორმა, შემდეგ კი საბჭომ ბინა უქირავა.

    ნაზი ჯანეზაშვილი: საეჭვო ჩემთვის სწორედ ეს გარემოებაა, რომ წლების განმავლობაში ჰქონდა სახლი, გააჩუქა დედაზე და 5 დღეში უკვე იღებს ბინის ქირას. ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება დადგეს საკითხი, თუ რამდენად კეთილსინდისიერი იყო ეს ადამიანი და ამ საკითხისთვის კიდევ სხვა კვალიფიკაიცია ხომ არ არის მისაცემი.

    შეიძლება ბევრისთვის ეს გარემოება საეჭვო არ იყოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის, ეს საეჭვო გარემოებაა. ადამიანის რეპუტაციაზე, მის კეთილსინდისიერებაზე რაღაცეებს მიუთითებს და ამას კვალიფიკაცია უნდა მისცეს, პირველ რიგში, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, შემდგომ უკვე იმ უწყებამაც, ვის კომპეტენციაშიც შედის.

    მოსამართლე რომ გამოდის და ზოგად განმარტებებს აკეთებს, მისი მხრიდან ძალიან უხერხულია. თითქოს ჩვენი მხრიდან კეთდება ცილისმწამებლური განცხადებები, რაც ასე არ არის. როდესაც საეჭვო გარემოება არსებობს, უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო, თუკი ის კონკრეტული ფაქტები ამ ეჭვის საფუძველს იძლევა.

    არსებობს კონკრეტული ფაქტები და მასალები, რომლებიც ამის საფუძველს იძლევა და სწორედ ამის საფუძველზე გამიჩნდა კონკრეტული კითხვებიც. ის ეჭვები, რაც ამ ხნის განმავლობაში მქონდა, ნამდვილად არ გაქარწყლებულა.

    „რეზონანსი": არსებობს თუ არა შანსი იმისა, რომ თოდუას კანდიდატურა იქნას მოხსნილი?

    ნ.ჯ: არა! მე მებრძვის კლანი, რომელსაც სისტემაში ძალაუფლება აქვს და ჩემი მოსაზრებები ამ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს. ჩემი მოსაზრებებით მხოლოდ მაშინ ინტერესდებიან, როდესაც საჯარო განცხადებას ვაკეთებ. ამ ადამიანების მხრიდან რაიმე სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს და არც მქონია. ისინი იბრძოლებენ იმისთვის, რომ ილონა თოდუა, ის 20 კაციან სიაში უკვე იგულისხმება, მიიყვანონ ბოლომდე, მიუხედავად ამ საეჭვო გარემოებებისა.

    „რ": თოდუას გარდა, ერთგვარი, საეჭვო გარემოება, კიდევ ვის მიმართ არსებობს?

    ნ.ჯ: ის 50 კაცი სწორედ ასე შეირჩა, რაც ბადებს სერიოზულ კითხვებს ლეგიტიმურია თუ არა საერთოდ ეს კონკურსი. სახალხი დამცველმა დადო დასკვნა, რომ სავარაუდოდ წინასწარ გარიდგნენ და ისე მიიღეს გადაწყვეტილება 50-კაციანი სიის შედგენაზე.

    50 კაციდან 45 კაცზე იკვეთება, რომ რაღაც ერთიანი სქემით მოქმედებდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები. დარღვევები არის მრავლად. იმაზე მეტი დარღვევევაა, ვიდრე იყო დეკემბერში, მაშინ კანონი მაინც მოქმედებდა.

    ვუწევ რეკომენდაციას იმას, რომ ეს კონკურსი შეწყდეს, რადგან ამ კონკურსის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას. საბჭო ამ გადაწყვეტილებას ცხადია არ მიიღებს, რადგან ეს საბჭო არის ე.წ. მაფიის მთავარი დასაყრდენი ძალა და მთავარი ორგანო, რომლის მეშვეობითაც თავის გეგმებს ახორციელენ, სისრულეში მოჰყვათ თავიანთი სხვადასხვა ძრახვები.

    რა თქმა უნდა, საბჭო ამის შემჩერებელი არ არის, მაგრამ, საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. უნდა თუ არა პარლამენტს, რომ ასეთი შედგენილი სიიდან ეძებოს და გამოარჩიოს ვიღაცეები, - მიიღოს გადაწყვეტილება, დანიშნოს თუ არა უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ. ძნელი სათქმელია პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×