სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    16.07.2019

     "პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი არ ჩაიშლება და ეს საკითხი პარლამენტში უმრავლესობის მიერ იქნება მხარდაჭერილი"- ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არიან მაჟორიტარები და შეიძლება ეს შიდა დემარში ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და პროცესი ჩაიშალოს.

    "ამ საკითხზე უმრავლესობაში საუბარი ადრეც იყო და მაჟორიტარებმა მაშინ წამოაყენეს თავისი არგმენტები. მაგრამ დღეს, როდესაც ეს სისტემა მხარდაჭერილია ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ და მიდის სამუშაო პროცესი, არა მგონია, რომ ჩაიშალოს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება.

    ოპოზიციას აქვს თავისი მოსაზრებები ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით. მაგრამ, პარტიას, რომელსაც არა აქვს იმის უნარი, რომ 13 ათასი ხმა მოაგროვოს და ერთი დეპუტატი მაინც გაიყვანოს მომავალ პარლამენტში, მაშინ რა პარტიაა.

    რაც შეეხება ამ სისტემის დადებით და უარყოფი მხარეებს, კერძოდ, იმას, რომ მომავალ პარლამენტში გაჭირდება მთავრობის დაკომპლექტება, დარწმუნებული ვარ რომ "ოცნება" გაიმარჯვებს და პარლამენტში შევა რამდენიმე ისეთი პარტია, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება შეთანხმება მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით.

    ისე, როცა ჩვენ ჩავდიოდით რეგიონებში, ყველა შეხვედრებზე მოსახლეობა გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, რომ უნდათ მაჟორიტარული სისტემა, რადგან მაჟორიტერები არიან მათი წარმომადგენლები პარლამენტში, იციან მათი პრობლემების შესახებ.

    ყველაზე რა თქმა უნდა ვერ იტყვი, მაგრამ მაჟორიტარების უმავლესობა ორ კვირაში ერთხელ ხვდება თავის ამომრჩეველს, ისმენს მათ მოთხოვნებს და ხელისუფლებას არა მხოლოდ საქმის კურსში აყენებს, არამედ ყველანაირ ღონეს ხმარობს, რომ ამომრჩევლის პრობლემები მოგვარებლი იქნას.

    დარწმუნებული ვარ, დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს ისევ მაჟორიტარულ სისტემას დაუჭერს.

    მაგრამ ინიციატივა, რომელიც წამოაყენა, "ოცნებამ", მართლაც მნიშვნელვანია და პოლიტიკურ სპექტრს აქვს საშუალება სრულად იყოს წარმოდაგენილი პარლამენტში.

    რაც შეეხება ოპოზიცის მოთხოვნას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, გამოძიება, რომ არ მიმდინარეობდეს, ალაბთ მეც ვიტყოდი რომ შექმნილიყო პარლამენტის კომისია, მაგრამ გამოძიება მიდის, მას თავის პროცედურები აქვს, უამრავი ადამიანია გამოსაკითხი.

    მაგრამ ოპოზიცია, რომელიც თვითონ მოითხოვს ამ კომისიის შექმნას, ის ვინც ეს ყველაფერი დაიწყო, სასაცილო მგონია. მარტო "ოცნებას" ხომ არ უნახავს რა ხდებოდა იმ ღამეს, როგორ ართმევდნენ პოლიციელებს ფარებს და როგორ ურტყამდენ ხელკეტებს, როგორ ლამოდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას.

    ეს ნახა მთელმა საზოგადოებამ. მე თუ მკითხავ, ის ხალხი ვინც ეს ააგორა, ნიკა მელიას უნდა მიუსვა გვერდით"- განაცხადა "რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ნამ ნამ   (17.07.2019)
    ისე მოგიტყან დედის ფაჩარი

    777   (17.07.2019)
    შენ უნდა დაგსვა იქ სადაც საჭიროა!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×