სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    12.08.2019

     რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. ბიზნესმენი გაყიდვის მიზეზად ტელეკომპანიის ფინანსურ კრიზისს ასახელებს, რაც მისი თქმით, გამოიწვია რუსთავი 2 -ის ყოფილი გენედირექტორის ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის არაკეთილსინდისიერმა მართვამ,ხალვაშის თქმით, იგი პრაქტიკულად ტელეკომპანიას ძარცვავდა.

    „თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2".

    თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2" მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

    "დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ" კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, - ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

    დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2", ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს.

    „რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს - წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა."-აცხადებს ხალვაში.

    ხალვაშისვე შეფასებით, კომპანია ამჯერად ღრმა კრიზისშია გაკოტრების პირასაა და ამ კრიზისიდან ტელეკომპანიის გამოყვანა მას არ შესწევს. 

    "სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის რუსთავი 2-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ. ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2"-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

    "გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2" გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში." - ამბობს ხალვაში.

    რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა, იგი ტელეკომპანიის პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან. პაატა სალია ბრიფინგზე ამ ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ სასამართლო ყადაღის გადაწყვეტილებას მიიღებს, წილების გასხვისება ვერ მოხდება.

    „თუ დაკმაყოფილდება მოთხოვნა ყადაღის თაობაზე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. მეც მედიის საშუალებით გავიგე, რომ მან მიმართა სასამართლოს... თუ მოხდება დაყადაღება წილების, მაშინ ვერ გასხვისდება. მე მოვისმინე დვალის და აქიმიძის, კიწმარიშვილის განცხადებას, რომ ისინი აცხადებენ საჯაროდ, რომ გაგრძელდება დავა ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით და ამით ამცნობენ ნებისმიერი პოტენციურ მყიდველს, რომ ის ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი. ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ამას ვერ დავუშლით, მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან თავიანთი უფლებები", - განაცხადა სალიამ.

    ნიკა გვარამიამ სალიას განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ თავად სალია მოუწევს ციხეში ჩაჯდომა.

    „თავზე გადაიხიოს ეგ სარჩელი ჩემგან გადაეცით, რომელსაც ყველა კბილს დავაყრევინებ, ვიდრე ციხეში მოხვდება ისტორიული ღალატისთვის,"-განაცხადა გვარამიამ.

    მმართველი გუნდი ხალვაშის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკურ მოტივაციას ვერ ხედავს, მათი აზრით, ტელეკომპანია რუსთავი 2 ხალვაშის საკუთრებაა და მისი გადასაწყვეტია გაყიდის თუ არა.

    ოპოზიციის შეფასებით ,განცხადება რუსთსვი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მათივე აზრით კი ნებისმიერი ადამიანი, ვინც რუსთავი 2 -ის იყიდის, მის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება.

    იურისტი კახა კოჟორიძემ "რეზონანსთან" რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლებრივი კუთხით, კერძოდ კი კომპანიაზე შესაძლო ყადაღის დადებაზე ისაუბრა.

    "სასამართლოში სარჩელის შეტანა ავტომატურად არ იწვევს სადაო ქონების დაყადაღებას, სარჩელს შესაძლებელია ახლდეს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, უზრუნველყოფის ღონისძიების სხვადასხვა სახეებიდან ერთერთია ყადაღა, ანუ თუ სარჩელთან ერთად. ან სარჩელის შეტანამდე კიწმარიშვილების ოჯახმა იშუამდგომლა ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, სასამართლოს აქვს კანონით განსაზღვრული ერთდღიანი ვადა ამ შუამდგომლობის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების.

    "თუ ასეთი შუამდგომლობა არსებობს, შესაძლებელია მოხდეს ქონების დაყადაღება, მე არ ვიცი ეს შუამდგომლობა არის თუ არა, სამართლებრივად შესაძლებელია, რომ სასამართლომ დააყადაღოს ქონება და შესაბამისად ხალვაშმა ვერ გაყიდოს დავის დასრულებამდე აღნიშნული კომპანია."-თქვა კოჟორიძემ

    კოჟორიძემ ასევე ისაუბრა ყადაღის შემდგომ საქმის განხილვის ვადებზეც.

    "ქონების დაყადაღების შემდგომ კანონმდებლობით განსაზღვრულია საქმის განხილვი ორთვიანი ვადა, თუ ის საქმე რთული კატეგორიისაა კანონმდებლობით ასევე განსაზღვრულია 5 თვიანი ვადა, თუმცა კონკრეტული ვადის თქმა გამიჭირდება, ეს დამოკიდებულია იმაზე მოსამართლეს რამდენი საქმე აწერია და რამდენად სწრაფად და ეფექტურად მუშაობს ეს კონკრეტული მოსამართლე.

    "რაც შეეხება ყადაღის შუამდგომლობის განხილვას, ამაზე არის ერთდღიანი ვადა და ამ ვადებს მოსამართლეები როგორც წესი იცავენ ხოლმე და ერთ დღეში იღებენ გადაწყვეტილებას ან ყადაღის გამოყენების ან ყადაღის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ."-განაცხადა კოჟორიძემ "რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×