სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    13.08.2019

     საქართველოს რუსეთის მხრიდან ფარული სანქციები ემუქრება, რომელიც ზედამხედველი ორგანოების მხრიდან ქართული პროდუქციის მიმართ გაზდილ ყურადღებასა და ფულადი ტრანზაქციების კონტროლში გამოიხატება, რის გამოც ქვეყანას 1 მილიარდამდე დოლარით დაზარალდება. ამის შესახებ რუსმა ეკონომისტმა, ნიკიტა კრიჩევსკიმ განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ურა.რუს".

    პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ „გავრილოვის ღამის" შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვისა და ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის დროებით გადაკეტვის გამო ივლისის მონაცემებით ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, კრიჩევსკიმ დასძინა, რომ აღნიშნული თანხა, სავარაუდოდ, სახელმწიფო სტრუქტურების ზარალს წარმოადგენს, ხოლო ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდება.

    თუმცა, მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველო რუსეთისაგან ახალ, არაოფიციალურ სანქციებს უნდა ელოდოს.

    „შესაძლოა, რომ შეზღუდვების შესახებ ოფიციალური განცხადება არ იყოს გაკეთებული. ვთქვათ, ეს იქნება „როსპოტრებნადზორის" (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) გაზრდილი ყურადღება, სოციალური ქსელებით გაწეული რეკომენდაცია, რომ არ დალიონ ქართული ღვინო, გაზრდილი საკომისიო გადასახადი საქართველოში გადარიცხვებზე და ყურადღება ბანკების მიმართ, რომელიც ფულს რიცხავს საქართველოში", - განაცხადა კრიჩევსკიმ.

    რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი აღნიშნავს, რომ რუსეთს და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობა არ არსებობს, რადგან საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე რუსებისთვის კვლავინდებურად რჩება მომეტებული რისკი. თბილისის მოვლენებმა გამოიწვიეს ის, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი მინიმუმ 70 %-ით შემცირდა, - ამბობს ბარზიკინი.

    „თითქმის ყველამ, ვინც იქ დაფრინავდა, შეწყვიტა ამ ქვეყნის მონახულება. გარდა ამისა, არ იყიდება კომპლექსური ტურები. ნათლად და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი მიმღები ქვეყნის ხელთაა. ამგვარ სიტუაციაში კი, როგორც ამჟამად არის იქ, რისკები რუსებითვის, უდავოა, რომ მომეტებულია", - განუცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცე-პრეზიდენტმა „იზვესტიას".

    თავის მხრივ, გამოცემა დიპლომატიური წრეების თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, ფრენები რუსეთს და საქართველოს შორის მინიმუმ საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება აკრძალული.

    შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა, ხოლო სახელმწიფოს კი დამუშავებული აქვს 2 გეგმა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში:

    „დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ,საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალეო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა," - ამბობს ბახტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    სტუმარი.   (13.08.2019)
    ჯერ ერთი სხვა ქვეყანას რო სდომებოდა ჩვენი ტავარი აქამდე მოდებნიდნენ სხვა ბაზრებს. ასე იგი არავის არ სჭირდება. მეორეც გინდ ვიზები შემოიგეთ და გინდ სანქციები დიდ რუსეთს ამით არაბერი დააკლდება. ჩვენ ვიბიქროთ თორე რუსებს ამერიკა ვერ აზარალებს და ჩვენი პატარა საქართველოთი დააზარალებთ. პროსტო მეცოდება ის ხალხი ვისაც ტურიტებით ქონდათ შემოსავალი. ხალხო აზრზე მოდით გაიხედეთ აქეთ იქით და იბიქრეთ სხვებზეც. ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთშია და გაიხედეთ რა ოჩერედებია რუსეთის ვიზებზე.

    პატრიოტი   (13.08.2019)
    საერთოდ ვიზები შემოვუღოთ რუსებს და მათი საქონლის იმპორტი ავკრძალოთ. ასევე მათი აქტივების ნაციონალიზაცია მოვახდინოთ ( სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძო). 15 მილიარდის ზარალს მიიღებენ. მერე იტინგიცონ

    სტატუს ქუო   (13.08.2019)
    ნუ ემათხოვრებით ამ წყეულ რუსეთს, მაგათ იმედად ყოფნა როგორ შეიძლება. გადადით სხვა ქვეყნებში და მოიპოვეთ ახალი ბაზრები, თორემ რუსეთის იმედად ყოფნა დაგღუპავთ. ნუ გეზარებაა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×