სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.08.2019

     „ქონება არ არის დაყადაღებული და უზრუნველყოფილს საშუალებად გამოყენებული. ამიტომ ხალვაშს უფლება აქვს „რუსთავი 2" გაყიდოს. მან წინასწარ განცხადება გააკეთა, რომ ტელეკომპანიას ყიდის," - აცხადებს „რეზონანსთან" იურისტი და უფლებედამცველი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2"-ის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის შესაძლო გაყიდვის შესახებ საუბრისას.

    მუხაშავრიას განცხადებით, ორი სარჩელი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოშია შეტანილი, სამართლებრივად ქიბარ ხალვაშს ხელს არ უშლის ტელეკომპანია გაყიდოს.

    „ის არ ელოდება, რომ დღეს ან ხვალ გამოუჩნდება მყიდველი. წინასწარ განცხადება შესაძლოა იმიტომ გააკეთა, რომ სურს ტელეკომპანია გაკოტრებულად გამოაცხადოს; მყიდველი არ გამოჩნდა, ვალები აქვს ტელეკომპანიას, შემოსავლები არ აქვს იმდენი, რომ მან ეს ვალები დაფაროს, - მაშინ ის დაიწყებს გაკოტრების პროცედურას.

    „დაყადაღებული ბინა რომ იყიდება, იპოთეკითაა დატვირთული, იპოთეკას მყიდველისგან მიღებული ფულით გამყიდველი გადაიხდის და შემდეგ გაუფრომებს ნასყიდობას. ასე ხდება. რომც იყოს უზრუნველყოფაში ჩადებული, არც ეს იქნება პრობლემა. არანაირად არ შეუშლის ხელს, მით უფრო, რომ ოქრუაშვილს სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარი უთხრა. როგორც ვიცი, არც კიწმარიშვილს დაუკმაყოფილეს უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

    ცნობისათვის, „რუსთავი2"-ის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება 12 აგვისტოს ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მიიღო. ამის თაობაზე განმარტებები მისმა ყოფილმა ადვოკატმა და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

    პაატა სალიას თქმით, კომპანიის წილებს გასხვისების პროცესი იქნება საჯარო და გამჭირვალე. მისივე ცნობით, პოტენციური მყიდველების შესახებ მედიას ექნება ინფორმაცია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×