სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    13.08.2019

     „მე რომ პარტიაში ვიქნები, ეს ჩემგან ნათქვამი სადმე გავრცელდა? ერთადერთი, ვინც ლაივში იკითხა, ეს იყო „რუსთავი 2", რომელსაც მივეცი კომენტარი. სხვა საკითხია სათაური და რა ითქვა - სხვაა", - იურისტი ლევან ალაფიშვილი „თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მომავალ პარტიაში მისი გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

    როგორც მან „რეზონანსს" განუცხადა, თავისი საქმიანობის უახლოეს პერიოდს აქტიურ პოლიტიკას არ უკავშირებს.

    „ჩემს საქმიანობას. ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდს, აქტიურ პოლიტიკაში წასვლას არ ვუკავშირებ. ვარ საზოგადოებრივ აკადემიურ სქეტორში და შესაბამისად, აქ ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას.

    „თუკი უფრო აქტიურობას მოითხოვს გარემო, ამ შემთხვევაში მზად ვარ უფრო აქტიურიც ვიყო. აქტიური ვიყო როგორც მარტო, ასევე სხვებთან ერთად ისე, როგორც აქამდეც გამიკეთებია. სხვადასხვა ალიანსი იყო თუ გაერთიანება, მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობა წარმიმართავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

    „ასე რომ, ამ სექტორში და ამ ფორმატში თუკი ვინმე ახალი სერიოზული ფიგურა გამოჩნდება და შემოუერთდება ამ სექტორს, მითუმეტეს თუკი მასთან მაქვს შეგუებითი თანხვედრა, ბუნებრივია, ვითანამშრომლებ, ოღონდ რა ორგანიზაცა იქნება, როგორ იქნება ეს ყველაფერი, რადგან არ არის გაცხადებული, მე კონკრეტიკას ვერაფერზე ვერ გეტყვით. არარსებულზე როგორ გავაკეთო მეტი კომენტარი?!

    „ჯერ არ აქვს არავის გაცხადებული, რომ პარტიას ქმნიან. ვარაუდია. ცოტა უხერხული კია, მაგრამ ჩემი მოსაზრება ასეთი იქნება, რომ თუკი მოხდება, ეს შეიძლება იყოს დასავლურ ღირებულებებზე, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე ორიენტირებული გაერთიანება პოლიტიკურ ასპარესზე, თუმცა ანალოგიური გაერთიანება საზოგადოებრივ ასპარეზზეც შეიძლება არსებობდეს. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებები და ვარაუდებია, რომლის საფუძველი ჯერჯერობით საჯაროდ არ არის ყოველ შემთხვევაში გაცხადებული", - ამბობს ალაფიშვილი.

    მისივე თქმით, პარტია ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა უნდა იყოს და არა ადამიანების ირგვლივ გაერთიანებულ სხვა ადამიანთა ერთობა.

    „თავისთავად საკითხი „ვიღაცის პარტია" მე მგონი უნდა დამთავრდეს. პარტია ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ერთობა უნდა იყოს და არა ადამიანების ირგვლივ გაერთიანებული სხვა ადამიანების ერთობა. მე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ახალი პოლიტიკური მიმდინარეობის ტონის მიმცემი სწორედ ეს მოსაზრებაა, მით უმეტეს 20 ივნისის შემდგომ.

    „მე რაც შემეხება, საკუთარ თავს ვხედავ არასამთავრობო აკადემიურ სექტორში. პარტიულ, მითუმეტეს აქტიურ პოლიტიკაში, პოლიტიკის კეთებაში, ასე პოლიტიკოსის სტატუსით არ ვუკავშირებ საკუთარ საქმიანობას და მომავალს.

    „მე რომ პარტიაში ვიქნები, ეს ჩემგან ნათქვამი სადმე გავრცელდა? ერთადერთი, ვინც ლაივში იკითხა, ეს იყო „რუსთავი 2", რომელსაც მივეცი კომენტარი. ჩემს სინქრინს თუკი ნახავთ, იქ თქვენ ბევრ კითხვაზე ნახავთ პასუხსაც - პოლიტიკაში ჩემს ჩართულობაზე და ა.შ. სხვა საკითხია სათაური და რა ითქვა - სხვაა. შეიძლება ვინმემ რამე განსხვავებული თქვა, მაგრამ ჩემი სინქრონი ხომ გასაგებადაა?" - აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×