სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.08.2019

     რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა სულ მცირე 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება, - ამის შესახებ „იზვესტიას" რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს. რატომ მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნები? საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლის მიზანია საქართველოში სტაბილურობაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, რასაც მენაღარიშვილმა რუსეთის ილუზია უწოდებს.

    „ეს ალბათ შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას უკავშირდება. თვლიან, რომ ამით რაიმე ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს სტაბილურობაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაზე და ა.შ., რაც, რა თქმა უნდა, ილუზიაა, მაგრამ არაერთი სხვა ილუზიის საფუძველზე რუსეთს არაერთხელ გადაუდგამს ძალიან დესტრუქციული ნაბიჯი," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

    ცნობისათვის, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" საუბრისას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი 70%-ით შემცირდა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ 8 ივლისის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით, ან მესამე ქვეყნის გავლით ჩადიან.

    „ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს," - განაცხადა ბარზიკინმა.

    ამასთან, „იზვესტიას" რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, რომ „ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა ამ ქვეყანაში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2020 წლის ოქტომბრამდე არ განახლდება, სანამ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება."

    „საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო მოსკოვის მოთხოვნა, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების და დაცულობის გარანტირება მოეხდინა. არ შეწყდა რუსოფობიური ისტერიაც," - განაცხადა წყარომ, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (15.08.2019)
    შევეცადოთ, არ მივებათ რუსეთს ეკონომიკურად და გავამკაცროთ რუსეთუმეების წინააღმდეგ ბრძოლა.

    სტატუს ქუო   (15.08.2019)
    რუსეთს გარკვევით უნდა ვუთხრათ რა გვინდა მათგან და რატომ. უნდა ვუთხრათ, რისთვის ვართ მზად ჩვენი მიწების დასაბრუნებლად. მანამდე კი უნდა გავწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა შეძლებისდაგვარად, რათა მათ არ იფიქრონ, რომ ისინი ძალიან გვიყვარს და ვერ ვძლებთ უმაგათოდ.

    Мари   (14.08.2019)
    Movitxovot mtel mcopliocgan, rogor eri ganadgyrebic pirac vart, vinc shemoyshvit kvela ragac cagvartva, ar vart magrebi ver vicavt cakytar tavc, kove dge amdeni axalgazrda igypeba, kvela shven mteria, gavertiandet vtxovot organizaciebc dagvicvan, agar davrshit,eceni kidev gadacemen cicylele gadacemebc, rom ver gaikvec ryctavi ori, rashi gvainterecebc.

    Мари   (14.08.2019)
    Ec cota kidev shentvic, tavmokvareobac rom da kargav adamianc, kartopilic darigebic gylictvic xmac rom micem xmac, cadit raa, kai kashagivit camoixyra bidzinam kvekana tavze, cad dakarget patriotizmi vic anadgyrebinebt kvekanac.

    ქაქუცა   (14.08.2019)
    კაი შემოთავაზება რუსეთის მხრიდან :)... კარგი იქნებოდა ევროპამაც შეწყვიტოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან და ყველა ქართველმა გადაწყვიტოს 2020 ოქტომბერს რუსი ტურისტები ურჩევნიათ თუ მეგობრობა და ვიზის გარეშე მოგზაურობა ევროპაში..... და რა თქმა უნდა მთავრობასაც ისეთს აირჩევენ რუსულს თუ ევროპულს....... საქართველო ევროპის ტურისტებს ეხლა იყენებს თავის ფინანსურ ძროხასავით და ამავე დროს მოგობრობს რუსეთთან...... ბოლოს და ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს საით მიდის ქვეყანა რა განვითაერებისკენ და რა წესებით პოლიტიკურ თამაშისკენ ცხოვრებაში........იფიქრეთ, ბევრი იფიქრეთ ქართველებო ჰაი ჰარალოთი ქვეყანა არავის აუშენებია......

    !!!   (14.08.2019)
    რუსული თვითმფრინავების საქართველოში ფრენა-არფრენას თუ ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს სტაბილურობაზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაზე მაშინ მართლა ვაი ჩვენს პატრონს.არ იფრენენ და ჰაერიც უფრო სუფთა გვექნება.

    სტუმარი   (13.08.2019)
    ხო და ეხლა მთავრობამ აუნაზღაუროს ხალხს ვისაც ტურისტებით ქონდა შემოსავალი. ვერ გვეღირსა ნორმალური მთავრობა რომელიც ცოტა ხალხზეც იბიქრებს. მარტო თავაანთ ჯიბეებზე ბიქრობენ და ყველანაირად გვანადგურებენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×