სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.08.2019

     „იმდენად სწრაფად იცვლება მოვლენებები ქვეყანაში, რომ კითხვის ნიშნები - ვინ სადა დგას და ვისთან დგას - ალბათ ძალიან მალე მოიხსნება. ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ამჯერად მე არ ვფიქრობ ჩემი პოზიციების შეცვლას. მე ვარ იმ მოძრაობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს დავით უსუფაშვილი და ჩვენ ვგეგმავთ არაუგვიანეს გაზაფხულისა „შენების მოძრაობა“ დავაფუძნოთ პოლიტიკური პარტიის სახით“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძარობასთან მის შესაძლო თანამშრომლობაზე საუბრისას.

    „საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც დაანონსა მამუკა ხაზარაძემ რომ სექტემბერში შეიქმნება, არ არის გამორიცხული, რომ სამომავალოდ პარტია გახდეს და მე უფრო ამას ველი. თუმცა პარტიის შექმნა რთულია, თანაც არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და გაჭირდება ძლიერი პარტიის ჩამოყალიბება.

    თუ სამოქალაქო მოძრაობა იქნება და არ იქნება პარტია, მაშინ მათ დასჭირდებათ პარტიის ან პარტიათა ჯგუფის მხარდაჭერა. ანუ, თუ თვითონ არ აპირებენ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, მაშინ ვიღაცის მეშვეობით უნდა მიიღონ მონაწილოება. ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ისე სწრაფად იცვლება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, რომ ალბათ კითხვის ნიშნები - ვინ სად დგას და ვისთან დგას - ძალიან მალე მოიხსნება.

    „რაც შეეხება „შენების მოძრაობისა“ და მამუკა ხაზარაძის მოძრაობის სამომავალო თანამშრომლობას, ამის შესახებ პირველად მესმის. მამუკა ხაზარეძეს და ბადრი ჯაფარიძეს ძალიან დიდი ხანია და ძალიან კარგად ვიცნობ, თუცმა პოლიტიკურ თემებზე არასდროს გვისაუბრია. 

    „ამჟამად არ ვფიქრობ ჩემი პოზიციის შეცვლას. მე ვარ იმ მოძრაობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს დავთი უსუფაშვილი და ჩვენ ვგეგმავთ არაუგვიანეს გაზაფხულისა ეს მოძრაობა დაფუძნდეს პარტიის სახით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×