სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ხაზარაძესთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ კვირიკაშვილიც, რომლის განცხადებებმაც დასჭექა 20 ივნისის შემდეგ” - დავით ბერძენიშვილი
    ია აბულაშვილი
    14.08.2019

     ხელისუფლება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცლებლობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საჭიროება დადგეს, თუმცა, პარტნიორებად არ განიხილავს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს". "ევროპული საქართველო" თავის მხრივ არ აპირებს თანამშრომლობას "ოცნებასთან" და აქვს ამბიცია, რომ მთავრობა თავად ჩამოაყალიბოს.

    როგორ იკითხება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის განცხადებები, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, კოლიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, "რეზონანსი" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერ ლიდერს დავით ბერძენიშვილს გაესაუბრა.

    დავით ბერძენიშვილი: კოლიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, რადგან, ჯერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის გადასვლის პროცესში ვართ და ასევე გაურკვეველია, რატომ გვიანდება ამ საკითხთან მიმართებაში საჯარო განხილვების დაწყება.

    ასე რომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი გაზაფხულამდე და რა აზრები მოუვა თავში, არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით არის დათქმა, რომ მომავალი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. დაესმება თუ არა წერტილი ამ საკითხს, გაზაფხულზე გამოჩნდება.

    რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებებს, მათ კარგად იციან საკუთარი შანსები. ჯერ კიდევ 2016 წლის არჩევნებში 50%-ზე ნაკლები აიღეს, საპრეზიდენტო არჩევნებში 40%-მდე და ვერ იტყოდნენ, რომ ახლა უფრო მეტ ხმებს ავიღებთო. პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შეიმთხვევაში, როცა მაჟორიტერების ხმებს ვეღარ დაიმატებს 40%-იც ზედა ზღვარია.

    რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" განაცხადს, რომ "ოცნებასთან" ერთად არ შექმნის მთავრობას, არის ასეთი ვერსიაც, რომ მთავრობის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ, კოალიციაში არ შეხვიდე და შეუძლიათ ეს ვერსია გამოიყენონ.

    რაც შეეხება პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასვლას, ყველა მონაცემებით "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე უფრო ძლიერად წარმოდგენილი, თუმცა "ევროპულ საქართველოსაც" კარგი შედეგები აქვს.

    "რეზონანსი": ამ კონფიგურაციაში რა შანსები აქვს ხაზარძის ახალ მოძრაობას, რომელიც სექტემბერში დაფუძნდება. ექსპერტთა წრეებში არის მოლოდინი, რომ მოძრაობამ შეიძლება პარტიის სახე მიიღოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაზარაძის მოძრაობასთან თანამშრომლობას გეგმავენ პოლიტიკურ ძალთა გარკვეული ჯგუფები.

    დავით ბერძენიშვილი: კარგია თუ პოლიტიკურ ველზე ბევრი პოლიტიკური ძალა იქნება, არ იქნება მხოლოდ ვარსკვლავბიჭუნა და იქნება კონკურენცია. რა თქმა უნდა, ხაზარაძის პოლიტიკურ გააქტიურებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ, ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადაგმამს.

    ხაზარაძესთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ კვირიკაშვილიც, რომლის განცხადებებმაც დასჭექა 20 ივნისის შემდეგ.

    თანამშრომლობას ვინ გეგმავს ხაზარაძესთან, სამომავალოდ ვერ გეტყვით. რამდენადაც ვიცი, დავით უსუფაშვილი მომავალ წელს აპირებს თავისი მოძრაობის პარტიად ჩამოყალიბებას და არც ის მგონია, რომ დღეს რაიმე კონტაქტი ჰქონდეს ხაზარაძესთან.

    რაც შეეხება "რესპუბლიკურ პარტიას", ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებლად გამოვიდეთ არჩევნებში, ან ერთად მსხვილ ოპოზიციურ ძალასთან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Gel   (16.08.2019)
    Tqven marto sasaciloa.romelime partias tu miekedlebit gagatreven rogorme.magram bolos gamtrevs miubrundebit da ginebas dauckebt.tqveni partia tqveni orive dzmebis tamadobit xom bozebis partiaa!!!

    სტატუს ქუო   (15.08.2019)
    რესპუბლიკელები ხართ პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც სარგებლობთ სხვა პარტიების პოპულარობით და ამით თრვენი დაბალი რეიტინგის და უავტორიტეტულობის დაფარვას ცდილობთ. დამოუკიდებლად თქვენ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებთ ვერც ერთ სასიამოვნო სიზმარში, იმიტომ, რომ ხალხი გრძნობს ფარისევლობას და ტყუილს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×