სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.09.2019

     რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთელი ოსების გენოციდის" აღიარების შესახებ ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მიმართვას შეისწავლის. ამის შესახებ დღეს სათათბიროს საბჭოს სხდომის შემდეგ დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ივან მელნიკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს.

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ კრემლმა ამ ნაბიჯებით საქართველოს „სამაგიერო გადაუხადა" ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარების გამო.

    თუმცა, ზაქარეიშვილის მტკიცებით, ამ მიმართვის აღიარების შემთხვევაში, არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს არ დაეკისრება. მოსკოვი პროპაგანდას მიმართავს და მისი მიზანია მსოფლიოში გაიჟღეროს, თითქოს საქართველომ ოსების გენოციდი მოაწყო.

    „სამწუხაროდ, ეს საპასუხო ქმედებაა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს საქართველომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა. მსოფლიოში არავის უღიარებია, მხოლოდ საქართველომ აღიარა. ეს იყო საკმაოდ გამომწვევი და არასწორი ნაბიჯი. რუსეთი ელოდებოდა თავის დროს, რომ საპასუხო ნაბიჯი გადაედგა.

    „არავითარი სამართლებრივი ნაბიჯი არ მოყოლია მაშინ საქართველოს მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებას და ასევე არანაირი სამართლერივი შედეგი არ მოჰყვება ამას. უბრალოდ მსოფლიოში გაიჟღერებს, რომ ქართველმა ხალხმა ოდესღაც სადღაც გენოციდი მოაწყო. რუსეთი მორიგ ანტიქარტულ ნაბიჯებს გადადგამს და შეეცდება საქართველოს უარყოფითი იმიჯი შექმნას. ამას მხოლოდ პოლიტიკური გათვლა აქვს. პროპაგანდის ნაწილია, რომ მსოფლიოში ასეთი განწყობა შექმნან," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

    დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა რუსეთის სახელმწიფო დუმას გენოციდის აღიარების შესახებ 31 ივლისს მიმართა. ივლისის დასაწყისში კი რუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია „ისტორია არ დაივიწყოს". მან ქართული მხარე აფხაზეთის ოკუპაციასა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა.

    პუტინმა 1919-1920 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებები რეგიონში გენოციდად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუკი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, კარგი იქნებოდა სცოდნოდა აფხაზ და „სამხრეთ ოსეთის" ხალხთან მიმართებაში ძველი ისტორია.

    რაც შეეხება დუმის ახლადშექმნილ სამუშაო ჯგუფს, მასში დუმის ყველა ფრაქციის წარმომადგენლები შევლენ, თავმჯდომარე კი ბიკტორ ვოდოლაცკი იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    რუსეთი ოკუპანტია   (10.09.2019)
    რუსეთის დუმის დეპუტატების დედების დუმებში შევეცი თქვენი ოკუპანტი ოჯახებს შევეცი რუსეთის დუმაში ვინც ხართ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×