სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.09.2019

     „თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა და დეპუტატები ინდივიდულაურად მიიღებენ გადაწყვტილებას, დაუჭირონ თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებს. ასე რომ, არანაირი ზეწოლა ამ საკითხთან მიმართებაში არ იქნება“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20 კაციანი სია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა შეიძლება „ოცნებაში“ ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს.

    „ჩემი კოლეგების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, დაუჭერენ თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას. თუმცა, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ იქნებოდა თავისუფალი კენჭისყრა და ყველა დეპუტატი ინდივიდუალურად მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასე რომ, არანაირი ზეწოლა ამ საკითხთან მიმართებაში არ იქნება.

    „მთავარი მოტივი კანდიდატთა შერჩევისას იქნება ის კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. პირველ რიგში კეთილსინდიერება, პროფესიონალიზმი და ა.შ. სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძვანელებ პირადად მე.

    „რაც შეეხება თადუმაძის კანდიდატურის განხილვას უზენასესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჯერ ყველა პროცედურა უნდა გავიაროთ პარლამენტში და ვფიქრობ, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. პირადად მე მას მხარი დავუჭირე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის დროს, ამჯერად ამ თანამდებობაზე მისი შესაძლო კანდიდატურის განხილვისას მექნება შეკითხვები, მათ შორის ის, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ვადაზე ადრე დატოვოს გენერალური პროკურურის თანამდებობა და საქმიანობა განაგრძოს უზენაეს სასმართლოში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×