სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სასამართლომ ხუთმაგი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 85 წლის მოხუცს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა
    ელზა პაპოშვილი
    10.09.2019

     სოფელ ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გამოძიება შესაძლოა თავდაყირა დადგეს და სასამართლომ ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე უდანაშაულოდ სცნოს. ამის თქმს საფუძველს „რეზონანსთან“ მის ადვოკატს გილერი ენდელაძეს საქმის მასალები და ექსპერტიზის დასკვნები აძლევს, რომლის მიხედვითაც მკვლელობა არც ომარ გამყრელიძეს და არც მის შვილს ნოდარ გამყრელიძეს უმტკიცდება. ადვოკატი საქმის მასალებში არსებულ იმ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ყველა ვერსია თავდაყირა დააყენოს. 

    თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

    სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა საპატიმრო ღონისძიების შეცვლის შესახებ და მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ასევე აუკრძალა მას ქვეყნის დატოვება გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის ქვეყანას სამკურნალო მიზნებისთვის დატოვებს. ომარ გამყრელიძე უმცროსი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. შემდეგი სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება.

    ომარ გამყრელიძემ სასამართლოს სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პროკურატურის პირადი მძევალი იყო და დანაშაული არ ჩაუდენია. ასევე ამბობს, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და ის სცემეს. 

     ადვოკატი გილერი ენდელაძე კი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მოსამართლე ომარ გამყრელიძეს უდანაშაულოდ სცნობს. გამოძიებამ 85 წლის მოხუცს ბრალი გადაუკავლიფიცირა და მას ახლა არა 5 ადამიანის მკვლელობას, არამედ მისი მეუღლის ელზა გამყრელიძის მკვლელობაში შვილისთვის დახმარებას ედავება. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი ელზა გამყრელიძის თავის ქალიდან ამოღებული ტყვი იმდენად არის დაზიანებული, რომ ექსპერტიზა ვერ ადგენს რეალურად არის თუ არა ის „გეკოს“ ტიპის იარაღიდან ნასროლი, რომელიც პოლიციამ სახლში იპოვა. ხოლო ამავე იარაღზე არც ომარ გამყრელიძის დნმ-ის კვალია, არც მისი შვილის და არც შვილიშვილის არ აღმოჩნდა. 

    რაც შეეხება 4 ადამიანის მკველლეობის იარაღს, ის შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს. ისინი ავტომატის ტიპის იარაღიდან არიან დახოცილები. ხოლო ნასროლი ზუსტი და ყველა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ამის მიხედვით დაცვის მხარეს აქვს ვარაუდი, რომ მსროლელი პროფესიონალია. 

    ადვოკატი გელერი ენდელაძე „რეზონანსთან“ გამოძიების არასწორ და არჯეროვან მიმდინარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბევრი შეცდომების დაშვება მოხდა, რამაც გამოძიება ჩიხში შეიყვანა. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას კინოლოგები და ძაღლები ადგილზე მიეყვანა და რეალურ მკვლელის კვალს გაყოლოდნენ, მოხუცი დააკავეს, რომელიც გარეთ საერთოდ არ გამოსულა. 

    ადვოკატი „რეზონანსთან“ მკვლელობის დღეზე საუბრობს და იხსენებს იმ დეტალებს, რომელიც მას ომარ გამყრელიძემ მოუყვა. 

    „როგორ ომარ გამყრელიძე ყვება, მკვლელობის დღეს მოვლენები ასე ვითარდება: დილით მისი მეუღლე ელზა გამყრელიძე, რმელსაც მაღალი წნევა აწუხებდა და ძირითადად საწოლში იწვა, დგება და ფრინველისთვის საჭმლის დასაყრელად ეზოს უკან ფარდულისკენ მიდის. ომარ გამყრელიძე შვილიშვილთან ერთად ამ დროს ოთახშია. მას ხმაურის ხმა შემოესმება და გარეთ გაიხედავს. ხედავს, რომ მისი ცოლი წაქცეულია და თავიდა სისხლი სდის.

    „ის დასახმარებლად შვილიშვილს ეძახის და ორივეს მოხუცი ქალი ოთახში შეჰყას. მას ეგონა, რომ მის ცოლს წნევამ დაარტყა, თავი რაღაცას ჩამოარტყა და სისხლი სდის. ის აზრზეც ვერ მოვიდა, რომ მის ცოლს თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი. 

    „ამის შემდეგ ის დასახმარებლად შვილს და რძალს უხმობს. მათთან მიდიან მეზობელი დედა-შვილი. ეს ყველაფერი 15 წუთის ინტერვალში ხდება. სახლში შესულ ყველა ამ ადამიანს კი ფარდულის მხრიდან ვიღაც ხოცავს. აი, ეს არის რეალური სურათი, რაც მოხდა. 

    „რაც შეეხება პატარა ომარ გამყრელიძეს, ის ამ დროს სახლიდან გასული იყო. მოხუცი იარაღით ხელში ან ეზოში გამოსული კაცისშვილს არ დაუნახავს. პოლიცია რომ მივიდა, ის ცოლთან საწოლთან იჯდა“, - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“. 

    მისივე თქმით, მკვლელობის დღეს პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ადგილზე მაშინვე ძაღლები და კინოლოგები არ მიიყვანა. ადვოკატი ამბობს, რომ სადაც მასრები იპოვეს, ეზოს უკან ტყის მხარეს, ადამიანის ნადგომი ჩანს და კვალია დატოვებული. მისი აზრით, პოლიციას შეეძლო დამნაშავეს ცხელ კვალზე გაჰყოლოდა. ამის მაგივრად კი მათ უამრავი შეცდომა დაუშვეს, რამაც 5 ადამიანის მკვლელს გაქცევის საშუალება მისცა. 

    რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებას ნოდარ გამყრელიძის ბრალელულობის შესახებ, ადვოკატი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამოძიებას მის წინააღმდეგ არაფერი აქვს. არც იარაღზე და არც შემთხვევის ადგილზე მისი დნმ-ის კვალი არ არის. ის სოფელშიც კი არ ყოფილა. პატარა ომარ გამყრელიძის ჩვენების მიხედვით, ის მკვლელობამდე ორი დღით ადრე მამას გზაში დაემშვიდობა და ის მშობელბის სანახავად სოფელშიც კი არ მისულა. 

    გილერი ენდელაძე არ გამორიცხავს, რომ ვიღაც სწორედ ნოდარ გამყრელიძის მოსაკლავად მივიდა, საბოლოოდ კი ასეთი სასტიკი მკვლელობები ჩაიდინა. 

    „საოცარი გამოძიებაში კიდევ ის ფაქტია, რომ ომარ გამყრელიძეს თუ შვილის დახმარებას ედავები, რომელმაც ჯერ დედა მოუკლა და შემდეგ სხვები, მაშინ ჯერ ხომ მკვლელობა ნოდარ გამყრელიძეს უნდა დაუმტკიცო. საქმეში რომ ნოდარმა 5 ადამიანი მოკლა, არანირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს კაცი სოფელში არავის უნახავს. ის სახლშიც კი არ მისულა. 

    „რაც შეეხება მის წარსულს, რა თქმა უნდა, ვადასტურებ რომ ის არის აფხაზეთის ომის მონაწილე, სპეცრაზმელი, ასევე ორ შინაგან საქმეთა მინისტრთან პირადი დაცვის სამსახურში მუშაობდა. დავასახელებ - ეს არის კეზერაშვილი და ბარამიძე, თუმცა ცოტა ხნით. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის ვერ იტანდა უსამართლობას და ასე ადვილად თვალს არაფერზე ხუჭავდა. 

    „კი, ბატონო, ასევე ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მის მოსაკლავად ვიღაც მისულიყო. ყველაფერი შესაძლებელია. იმის მაგივრად, რომ რეალური გამოძიება ჩატარებულიყო, 85 წლის მოხუცი ტყვედ აიყვანეს და ამდენი ხანი გაუბედურებული კაცი ციხეში ყავდათ. 

    „შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამოდის და ამბობს, რომ მკვლელი დააკავეს. სწორედ ისე, როგორც ადეიშვილის დროს ამბობდა ხოლმე. მე იმედი ამქვს მოსამართლის, რომელსაც სასამართლო დიდი დაკვირებით და სიზუსტით მიჰყავს. საქმეში ომარ გამყრელიძის ბრალელულობას ვერაფერი ამტკიცებს, ამიტომაც მოსამართლე მას გაამართლებს“, - აცახდებს ადვოკატი „რეზონანსთან“.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (11.09.2019)
    უამრავი საქმეების გამო, გამომძიებლები გადაღლილები არიან და უხარისხოდ ატარებენ გამოძიებას ა ნ უცოდინრები არიან! ჩემი აზრით, ყველგან არაკომპეტენტურობაა გამეფებული საქართველოში,ამიტომ არ აქვს მოტივაცია ახალგაზრდას გაკვეთილზე ყურადღებით იყოს, კარგი ცოდნა მიიღოს და პროფესიას სრულად დაეუფლოს---ნაცნობობით მაინც კარგ ადგილზე დაჯდება, რაგინდ ცუდად არ უნდა წაიყვანოს გამოძიება,ან მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა კადრების შერჩევა კ ო ნ კ უ რ ს ი ს წესით.

    Ia   (11.09.2019)
    აბა კეზერაშვილისა და ბარამიძის მცველს კი მიეწეოდა ცოდვა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×