სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    11.09.2019

     ანალიტიკოს გაი ხუხაშვილის აზრით, ნატოს ყოფილი გენმდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ცნობილი განცხადების ყველაზე შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა. მისივე თქმით, გაუგებარია რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებაში ქმნის ილუზიას, თითქოს ნატოში შესვლას ვიღაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაცვლით გვთავაზობს. ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ირმა ინაშვილის  ქმედება იმდენად საფრთხის შემცვლელი და გასაკვირი არ არის, რამდენადაც „ოცნების“ დეპუტატების გაუგებარი შეფასებები. 

    ხუხაშვილი გახარიას გაპრემიერებას და „დოიჩე ველეში“ გამოქვეყნებულ სტატიასაც ეხება და ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს გახარია რუსეთის კაცია აბსურდია. მისი თქმით, ასეთი მძიმე ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ის „ბიძინა ივანიშვილის კაცია“ და სხვა არავისი. 

    ანალიტიკოსი ახალი პრემიერის მიერ პარალმენტში გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს, რომ ის „ნაციოანალებს“ დაასრულებს და ამბობს, რომ გახარიას დღის წესრიგი უკვე ცნობილია. ის წინასაარჩევნოდ შუას გაკრეფას და ალტერნატიული ძალის შემოსვლას პოლიტიკაში ხელს შეუშლის. ხოლო მთელი საარჩევნო კამპანია „ნაციონალებთან“ ბრძოლაზე იქნება აწყობილი.

    „რეზონანსი“: უკვე ორი დღეა რასმუსენის განცხადებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის ნატოს წესდების მე-5 მულხის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული ინტერპრეტაცია მოჰყვა. თქვენ როგორ შეფასებთ მის ნათქვამს?

    გია ხუხაშვილი: თავად იდეა განხილვას იმსახურებს. სინამდვილეში ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. დღესაც ვუყურებთ როგორ ხდება ოკუპანტების მოძრაობა ფაქტიურად ჩვენს კონტროლირებად ტერიოტირაზე.  ვერაფერს ვერ ვშვრებით და გარკვეულ უსაფრთხოების სიტემაში განთავსება გვჭირდება.  

    რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ნატოში გაწვერიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავცვალოთ, სრული სისულელეა და ეს რასმუსენს არ უთქვამს. მის იდეას დახვეწა და კარგად გააზრება სჭირდება. ბევრად უფრო სკანდალური ჩვენი ხელისუფლების განცხადება იყო.

    „რ“: სწორედ მმართველი გუნდის ტეპუტატების განცხადებებზე  მინდა გკითხოთ.  მათ თქვეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენელია... 

    გ.ხ.: ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში გაწევრიანება ერთმანეთს დააპირისპირეს.  ეს უკვე შეშფოთების საგანია. არ შეიძლება მათ არ ესმოდეთ რასმუსენმა რა თქვა. შესაბამისად, საზოგადოებაში ისინი იმ დასკვნას კულტივირებენ, თითქოს ვიღაც ამ ტიპის გაცვლას გვთავაზობს. მაშინ როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლიც კი არის ჩაწერილი. ეს რას ნიშნავს? ნატო არ უნდათ, თუ რასთან გვაქვს საქმე? იქნებ გაგვარკვიონ. 

    „რ“: ირმა ინაშვილის კონფერენციაზე მისვლასა და იქ მომხდარ სკანდალზე მინდა გკითხოთ. ამ ფაქტის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრორუსულმა ძალებმა  ღია მოქმედება დაიწყეს? 

    გ.ხ.: ინაშვილი და მისი პარტია ამას არც მალავდა. ჯობია და კარგიც არის, რომ ირმა ინაშვილი თავისი იდეოლოგიის შესახებ ღიად საუბრობს და მოქმედებს კიდეც. მასთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს, ის ისე იქცევა, რა ამოცანაც აქვს. ეს არის ამ პარტიის პოლიტიკის ტაქტიკა და თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ. 

    ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, მას თავისი ამომრჩევლი ჰყავს და ამ ამომრჩეველზე მუშაობს. ის თავისი ელექტორატისთვის აკეთებს იმას, რაც კონფერენციაზე გააკეთა. „ოცნების“ სპიკერებისგან განსხვავებით, ის ღიად საუბრობს და მოქმედებს.  

    „რ“: გიორგი გახარიამ პარლამენტში „ნაციონალებს“ მიმართა, რომ მათ დაასრულებს. მისი გაპრემიერების მთავარი დღის წესრიგი და დავალება ეს არის? მან ივანიშვილისგან ეს დირექტივები მიიღო?

    გ.ხ.: ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გახარიას ეს სიტყვები. რა თქმა უნდა, ახლა მისი მთავარი დღის წესრიგია, რომ მოხდეს შუას გაკრეფა. ალტერნატიული ძალის არდაშვება და ქვეყანაში ნეგატიური დღის წესრიგის შემოტანა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის ეგიდით საარჩევნო კამპანიის ჩტარება - ეს არის გახარიას მთავარი დავლება, რაც ძალიან სამწუხაროა. ნაცვლად იმისა, რომ ხალხი დააპუროს და ამხელა სოციალური პრობლემები მოაგვაროს, ისევ „ნაციონალებთან“ ბრძოლას აპირებს. 

    „რ“: გიოგრი გახარიას შესახებ  „დოიჩე ველეში“ დაბეჭდილ სტატიაზე რას ფიქრობთ? საკმაოდ სკანდალური სათაური ჰქონდა, რომ საქართველოს პრემიერი  „რუსეთის კაცი“ გახდა. ის თქვენი რეკომენდაციით მოხვდა ივანიშვილთან, არის ის „რუსეთის კაცი“? 

    გ.ხ.: მე ზოგადად ასეთი საუბრების წინააღმდეგი ვარ.  საუბარი იმაზე, რომ გიორგი გახარია რუსეთის კაცია, არსერიოზულად მიმაჩნია. ადამიანს როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ, მაშინ საკმარისი საბუთი უნდა გქონდეს. ასეთი მტკიცებულებები კი არ არსებობს. 

    მე არ მგონია, რომ ის რუსეთის კაცია, ის არის ბიძინა ივანიშვილის კაცი, როგორც  „ქართულ ოცნების“ ყველა წევრი. 

    „რ“: მამუკა ხაზარაძის ადვოკატებმა გააკეთეს განცხადება, რომ ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს წერილზე, რომელიც, ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ მისწერა. როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს თუ არა ის ამას ერთ-ერთ პოლიტიკურ ბერკეტად და რას იზამს პროკურატურა? 

    გ.ხ.: ხაზარაძე ამ წერილს როგორ გამოიყენებს, ეს უკვე ტაქტიკის თემაა. მისი გადასაწყვეტი იქნება. ფაქტია, რომ ეს პრობლემაა და პრემიერის მისამართით საკმაოდ მძიმე ბრალდება.  ხელისუფლება თუ ამ საკითხში სუფთაა, მაშინ თავადვე დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ამაზე წერტილი დასვას. 

    ამის გარკვევას რა უნდა? მასალები ხელში აქვთ, გახარიას ანაბეჭდები აქვთ, შეადარონ და თქვან ოფიციალურად ვისი ანაბეჭდები აღმოჩნდა და ვისი არა. ამას თუ არ გააკეთებენ, მაშინ ეს ირიბი აღიარება იქნება, რომ აქ რაღაც წესრიგში არ არის. 

    ბუნებრივია, იმის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფელბა თავის თავს დაიჭერს. თუმცა ამ სირაქლემის პოზაში ყოფნით გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. 

    „რ“: „მთავარი არხის“ ამუშავებას როგორ შეაფასებთ? თქვენ ადრე ჩემთან საუბარშიც თქვით, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ზე უარეს მიიღებდა. როგორ შემოუტრიალდება ეს „ოცნებას“? 

    გ.ხ.: ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის  ამ ჯგუფს და ნიკა გვარამიას ძალიან დიდი სამსახური გაუწია - ვალები მოაშორა, გაასუფთავა, საკადრო წმენდა ჩაატარებინა, კიდევ უფრო მობილური და გაძლიერებული გამოსვლის საშუალება მისცა მედია ბაზარზე.  ხელისუფლებამ ფაქტობრივად გვარამიაზე იმუშავა. ის თვითონ ასეთ კარგ რაღაცას ვერ მოიფიქრებდა. პასივები ქიბერ ხალვაშს შეტენეს, აქტივები კი „მთავარ არხზე“ წამოვიდა. 

    ეს ჯგუფი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ძალიან ძლიერები რომ არიან, ფაქტია. ეს ქართულ სინამდვილეში უნიკალური შემთხვევაა - 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, ფანტაზიის სფეროდან არის.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×