სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ეს თავზე უბედურებად დაატყდება თუნდაც ღვინის, ხილის თუ ციტრუსის მწარმოებლებს”
    ელზა პაპოშვილი
    16.09.2019

     "ევროპული საქართველო" ითხოვს საერთაშორისო დონეზე ოკუპაციის თემის გააქტიურებას . საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი - "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე". თუმცა ამ კანონპროექტს „ოცნებამ" უარი უთხრა და პროქტი ჩავარდა.

    პარლამენტის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცების შედეგად, საქართველოს მთავრობას დაევალებოდა, რომ მიეღო ყველა ზომა და ჩაეტარებინა აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაოები, რითიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში შევიდოდა.

    „ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარტია "ევროპული საქართველოს" დადგენილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს.

    მისივე თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

    ვოლსკის განცხადებით, 7 წელია „ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.

    „პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დადგენილებას წარმოადგენს, თავად არის იმ უბედურების შემოქმედი, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით. ნებისმიერი ქვეყანა, ვინც აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, ექვემდებარება ეკონომიკურ სანქციებს აშშ-ის მხრიდან. ამ მიმართულებით დამატებითი მოძრაობები ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციები გამოიწვიო, რომელიც რეალურია და ყველამ კარგად ვიცით, რაშიც არის საქმე.

    "მათი მიზანი გამომდინარეობს არა კეთილშობილური აზრიდან, რაზეც მართლაც ყოველდღიურად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, არამედ იმ საკითხებზე ხაზგასმის ინტერესიდან, რაც გამოიწვევს საპასუხო ქმედებებს, რეალურ სანქციებს.

    "ეს თავზე უბედურებად დაატყდება თუნდაც ღვინის, ხილის თუ ციტრუსის მწარმოებლებს. კარგად იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაზრების დივერსიფიკაცია მართლაც უპრეცედენტოა: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროპასა და ჩინეთთან და ჩვენი საექსპორტო ბაზრის გაფართოება. თუმცა რეალურია, რომ არსებობს რუსეთის ბაზარი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვისთანაც ჩვენ ვვაჭრობთ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

    ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ვოლკსის განცხადებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ მან რუსეთს პირდაპირ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეები მძევლად აიყვანოს.

    „ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად ოცნების მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე.

    „ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ საერთოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. ამასთანავე თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ.

    "ვოლსკის ეს "რუსეთის მოპატიჟება" პასუხია ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს", - აღნიშნავს გიგი უგულავამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

    საერთაშორისო საკითხებსი ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი კი „რეზონანსთან" აცახდებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საუბარი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში უნდა დაგავიდეს. მისი აზრით, თუ ახლა საქართველომ თავად არ დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში, ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ნელ-ნელა შესაძლოა დღის წესრიგიდანაც გაქრეს. ბატიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების მოტივით, ჩვენს ინტერესებზე უარს ვერ ვიტყვით და ეს არ არის ის არგუმენტი, რომლის გამოც ოკუპაციასთან დაკავშირებული თემა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალური არ უნდა იყოს.

    „ზოგადად, ოკუპაციის წინააღმდეგ ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ. მუდმივად საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლაა საჭირო ამ მხრივ ყველა ის წამოწყება დადებითად მიმაჩნია, რომელიც ოკუპაციის თემის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენებას ეხება. ეს პრობლემები ფაქტია, რომ კიდევ დიდი ხანია არ მოგვარდება, ამიტომ, რაც უფრო ბევს ვიხმაურებთ, დღის წესრიგში მით უფრო დიდ ხანს ვიქნებით. ფაქტი ერთია, რომ რუსეთის შიშით, ჩვენს ტერიტორიებზე უარს ვერ ვიტყვით.

    "ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას ისედაც ყოველ დღე ავლენს, ამიტომაც ეს არგუმენტად ვერ გამოდგება. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს რუსეთში პრობლემებს შევუქმნით, გასაგებია და ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ ქართველების დიდი ნაწილი რუსეთში აღარ ცხოვრობს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადამისამართდნენ. მითუმეტეს 2006 წელს განხორციელებული დეპორტაციის გამო რუსეთმა პროცესი წააგო და საქართველოსთვის ფულადი ჯარიმა აქვს გადასახდელი",-აცახდებს ბატიაშვილი „რეზონანსთან".

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ევროპულ საქართველოს" „ოცნების" ხელისუფლება უნდა, რომ წინასაარჩევნოდ ჩიხში შეიყვანოს. მიაღებინოს ისეთი კანონპროექტი, რომელიც რეალურად არფრის მომცემია, რუსეთთან კი ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.

    „ევროპელებს" სურთ, რომ ქართველ საზოგადოებას დაანახოს, როგორი უანიათო და არაფრის გამკეთებლია ეს ხელისუფლება. ზაქარეიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი ისეთივე არაფრის მომცემი იქნება, როგორც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, სადაც 6 მკვდარი სულია.

    ამიტომაც ამ სიამ ვერაფერი გააკეთა და პირიქით, ხელისუფლებამ თავი სასაცილოდ აიგდო. ხოლო „ევროპული საქართველო" სიაში არსებულ მკვდარ სულებს არც აპროტესტებს, რადგანაც ამით მმართველი გუნდის კიდევ უფრო დაკნინება სურს და შორიდან იცინის.

    „ძალიან კარგია, რომ ახლა უკვე ხელისუფლება მიხვდა „ევროპულ საქართველოს" აყოლას რა შედეგი მოაქვს. გახსოვთ ალბათ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ამას ვინმე სადმე იყენებს? მიღებიდან წელიწადნახევარი გავიდა და 6 მკვდარი სული სიიდან ჯერ კიდევ ვერ ამოიღეს. ამ ახალი კანონპროექტის მიღება არის სრული ბლეფი და სწორი დამოკიდებულებაა, რომ „ოცნებამ" მის მხადაჭერაზე უარი განაცხადა. ეს რუსეთთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობას დაძაბავს და ამით ჩვენ არაფერი ხეირი არ გვექნება.

    "სამაგიეროდ იხეირებს ბოკერია და უგულავა. მაგათ ხომ ქვეყანა ფეხებზე კიდიათ. ეს 2008 წელს კარგად დავინახეთ. მათ სურთ, რომ „ოცნება" წინასაარჩევნოდ ჩიხში შეიყვანოს. ისედაც ამდენ პრობლემას კიდევ სხვა ხელოვნური პრობლემები დაუტოვონ. საზოგადეობას აჩვენონ, რომ რუსეთთან ურთიერთობას ხელისუფლება ვერც ალაგებს და პირიქით კიდევ უფრო ართულებს. აი ეს არის ამ კანონპროექტის მთავრი დედააზრი", - აცხადებს პაატა დავითაია „რეზონანსთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    111   (17.09.2019)
    ვოლსკი რა უვარგისი იყავი ისეთი ხარ ეხლაც


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×