სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ბოლქვაძე
    17.09.2019

     აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის („ენ-დი-აი") ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში, მოსახლეობის 49% საბჭოთა კავშირის დაშლას პოზიტიურ, 41% კი ნეგატიურ მოვლენად აფასებს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, სსრკ-სადმი ნოსტალგიის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დღეს არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული.

    „საბჭოთა პერიოდში, ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილო ამდენი ადამიანი არ იყო. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა სივრცეში, სადაც ეკონომიკამ ადამიანებს ვერ მისცა ის, რაც მათ სურდათ, იგივე შედეგია,"-ამბობს საყვარელიძე.

    მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის წევრობა ქუჩებში ხმაურიანი გამოსვლებით გააპროტესტა, საქართველო იყო, რადგანაც ქართველები სსრკ-ს მიმართ დადებითად განწყობილი არასოდეს ყოფილან. მაგრამ ცხოვრების დონის გაუარესებამ ისინი ერთგვარად წარსულში დააბრუნა.

    „შედარებით ასაკოვან ადამიანებს, საბჭოთა კავშირის გარდა, თითქმის არაფერი უნახავთ. სხვანაირი ქვეყანა არ უნახავთ და როდესაც ისინი დაფიქრდებიან, ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი დრო ჯობდა - წარსული თუ ახლანდელი, მათ დღევანდელი მდგომარეობა აიძულებთ თქვან, რომ კომუნისტური რეჟიმის ცხოვრების დონე უკეთესი იყო," - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (18.09.2019)
    დავიწყოთ იმით, რომ: 1) ოჯახებს ბინებს უ ფ ა ს ო დ უშენებდნენ, აძლევდნენ და ამით საშვილიშვილო პრობლემას უგვარებდნენ.2) სტუდენტებს ს ტ ი პ ე ნ დ ი ე ბ ი თ უზრუნველყოფდნენ, სამსახურშიც ანაწილებდნენ. 3)უმუშევარს მილიციელი აკითხავდა და შრომაში ჩაბმას აძალებდა.---ფუნდამენტალური საკითხები გადაწყვეტილი იყო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×