სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    17.09.2019

     „დღევანდელი საინფორმაციო ომისა და ჰიბრიდული ომის პირობებში არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის დეზინფორმაცია," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ გემს თავის ტერიტორიულ წყლებში არ უშვებს.

    მისი თქმით, კრემლი ცდილობს ვითარების გაუარესებას:

    „რუსული სპეცსამსახურები ამას აკეთებენ გარკვეულწილად სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებისათვის, რომ სიტუაცია მათთვის სასურველი სცენარით განვითარდეს," - აღნიშნა მაისაიამ.

    ცნობისათვის, რუსული გამოცემა „ავია.პრო" იუწყება, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო გემი „იუმა" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვერ შედის იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიულ წყლებში მის შეშვებაზე უარს აცხადებს.

    მათივე ცნობით, გემი უკვე 10 საათზე მეტია ღია ზღვაშია გაჩერებული. ოფიციალური ვერსიით, შეყოვნების მიზეზი ფოთის პორტის გადატვირთვაა.

    ამაზე ჯერჯერობით არც აშშ-ის და არც საქართველოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შევიდა ამერიკული ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უცნობია.

    „იუმა" შავ ზღვაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები მიაცილებდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×