სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    17.09.2019

     ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უზნაესმა სასამართლომ პარტია „ამცახარას" ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა გადადო. შესაბამისად, გადაიდო განაჩენის გამოცხადებაც, რომელსაც სოხუმის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდა და რომელიც შესაძლოა აფხაზეთში მაობრივი არეულობის დაწყების მიზეზი გამხდარიყო. ამის შესახებ რუსული „სპუტნიკი" იუწყება.

    თვითონ კვიცინია სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადებულა, მის ინტერესებს კი მისი ადვოკატი ინგა გაბელია იცავდა. გაბელიამ ე.წ. სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილება მოითხოვა და განაცხადა, რომ ე.წ. სასამართლოს ეს შემადგენლობა „თავიდანვე დარღვევებით შედგა".

    თავის მხრივ, ე.წ. სასამართლო ამ შეფასებას არ დაეთანხმა. მათი თქმით, შემადგენლობის ფორმირებაში რაიმე დარღვევა არ ყოფილა. გამარჯვებული ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას წარმომადგენელი ვალერი აგირბა კი მოსამართლეებს დაეთანხმა, რომ მოსარჩელეს განცხადება დაუსაბუთებელი და არა გონივრული იყო.

    მოსამართლეებმა საქმის განხილვისას განაცხადეს, რომ სასამართლოს შემადგენლობის საკითხს მხოლოდ ე.წ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მანანა დელბა წყვეტს და სხდომა დასრულებულად გამოაცხადეს. მათივე თქმით, მოსამართლეთა შემადგენლობის საკითხი 24 საათის განმავლობაში განიხილება.

    8 სექტემბერს ოკუპირებული აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური სადაო შედეგით დასრულდა. ე.წ. ცესკომ გამარჯვებულად მოქმედი „პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, დამარცხებულმა კანდიდატმა ალხას კვიცინიამ კი ეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს „უზენაეს სასამართლოში" გაასაჩივრა.

    საქმე ისაა, რომ აფხაზური „კანონმდებლობით", გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს და ამასთან, მის მხარდასაჭერად მიცემული ხმების რაოდენობა აღემატება მის საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობს.

    ხაჯიმბას შემთხვევაში ეს წესი დაირღვა - 3 ათასზე მეტმა ადამიანმა „მეორე ტურში" შემოხაზა გრაფა „ყველას წინააღმდეგ". ამის გათვალისწინებით კი გამოდის, რომ ხაჯიმბას საწინააღმდეგოდ მიცემული ხმების რაოდენობა (კვიცინიას მხარდამჭერებს დამატებული „ყველას წინააღმდეგ) აღემატება ხაჯიმბას სასარგებლოდ მიცემული ხმების რაოდენობას.

    13 სექტემბერს „უზენაესმა სასამართლომ" ე.წ. პრეზიენტობის ყოფილი კანდიდატის სარჩელის შესახებ წინასწარი მოსმენა ჩაატარა. კვიცინიას შუამდგომლობა, რომ ხაჯიმბას სასამართლოს დასრულებამდე შეჩერებოდა „პრეზიდენტის" სტატუსი, ე.წ. მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს.

    „სასამართლოს" მომდევნო სხდომა ამ საკითხზე სავარაუდოდ ოთხშაბათს გაიმართება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×